Homeბიბლიაახალი აღთქმა

მარკოზის 2

ახალი აღთქმა
მარკოზის სახარება
დამბლადაცებულის განკურნება

21 რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში და ხმა დაირხა, რომ სახლშიაო. 2 იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარში ტევა არ იყო. და ეუბნებოდა მათ სიტყვას. 3 მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხს მოჰყავდა. და რადგან მასთან მიყვანა შეუძლებელი იყო ხალხის გამო, იმ სახლს გადახადეს სახურავი, სადაც იგი იმყოფებოდა, ჩათხარეს ხვრელი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზედაც დავრდომილი იწვა. იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: ,,შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“ იქ ზოგიერთი მწიგნობარი იჯდა და თავის გულში ფიქრობდა: ,,რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთს გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?“ იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა, რასაც გულში ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა: ,,ასეთი რამ გულში რად გაივლეთ? რა უფრო ადვილია — თქმა დავრდომილისთვის: ‘შენი ცოდვები მოგეტევა’, თუ თქმა: ‘ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე’? 10 ხოლო, რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს ქვეყანაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება, უთხრა დავრდომილს; 11 შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“ 12 ადგა, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, ამბობდნენ: ,,არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ.“

ლევის მოხმობა

13 კვლავ გავიდა ზღვაზე. და მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ. 14 გაირა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი ალფესი და უთხრა: ,,გამომყევი მე.“ ისიც ადგა და გაჰყვა მას. 15 როცა მის სახლში დაჯდა, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას. 16 და რაკი ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: ,,რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან?“ 17 ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: ,,მკურნალი ჯანმრთელს კი არა, სნეულებს სჭირდებათ, მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.“

კითხვა მარხვაზე

18 იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი მარხულობდნენ. მივიდნენ მასთან და უთხრეს ,,რატომაა , რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“ 19 იესომ უთხრა მათ: ,,განა შეუძლიათ მარხულობა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე თანა ჰყავთ, არ შეულიათ მარხულობა, 20 მაგრამ მოვა დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და იმარხულებენ იმ დღეს.
   21 ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალთახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახალდაკერებული მოეხევა ძველს და უარესად გამოიხევა. 22 არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.“


თავთავების მოწყვეტა შაბათ დღეს

23 მოუხდა მას შაბათ დღეს ყანებზე გადავლა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავების წყვეტა დაიწყეს. 24 ფარისეველებმა უთხრეს მას: ,,აჰა, რატომ აკეთებენ, რაც შაბათ დღეს არაა ნებადართული?“ 25 უთხრა მათ: ,,არასოდეს არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდათ მას და მასთან მყოფთ? 26 როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს, ჭამა საწინაშეო პურები, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და თავისთან მყოფებსაც დაურიგა?“ 27 უთხრა მათ: ,,შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისვით. 28 ამრიგად, კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“

თავი პირველი                                                                                                                                         თავი მესამე

COMMENTS