Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 24

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
ტაძრის დანგრევის წინასწარმეტყველება

241 და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ ტაძრის შენობები.  2 ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: ,,ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.“

ვაებათა დასაწყისი

ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: ‘გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნე აღსასრულის ნიშანი?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.  ვინაიდან ბევრი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია. მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. 10 მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს. 11 მრავალი ცრუ წინასწარმეტყველნი აღდგება და ბევრს შეაცდენენ. 12 და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. 13 ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება. 14 ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს და ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი,  მაშინ დადგება აღსასრული.

დიდი სატანჯველი

15 ამრიგად, როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მეირ რომ ითქვა — წამკითხველმა გაიგოს, — 16 მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ. 17 ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად. 18 ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავის ტანისამოსის წასაღებად. 19 ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! 20 ილოცეთ რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. 21 ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. 22 ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები.“ 23 ,,მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: ‘აჰა, აქ არის ქრისტე,’ ან: ‘იქ’, არ ერწმუნოთ. 24 ვინაიდან  აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ. 25 აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.  26 თუ გითხრან: აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით. 27 ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 28 ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები.

კაცის ძის მოსვლა

29 და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. 30 მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას მიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. 31 მოავლენს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.

ლეღვის ხის მაგალითი

32 ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს გამოისხმას, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33 ასევე, როცა თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. 34 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. 35 ცა და მიწა გადაივლიან ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.

უცნობი დღე და ჟამი

36 მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. 37 ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.  38 ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, 39 და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოხდა და ყველა არ წალეკა, — ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 40 მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. 42 ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43 ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. 44 ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.

ერთგული და ორგული მონა

45 ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დაუყენე ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს? 46 ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას. 47 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას. 48 ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი, 49 დაცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან ჭამდეს და სვამდეს, 50 მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, 51 შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, იქ იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა.

 

Newer Post
Older Post

COMMENTS