მთავარი › ბიბლია › მალაქია

ძველი აღთქმა · მალაქია

მალაქია 4


41 რადგან აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული, და ყველა ამპარტავანი და უკეთურობის მოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე,” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს. 2 ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე. თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბორებივით. 3 გათელავთ უკეთურთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ,” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – 4 „გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, რომელიც ვუბრძანე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის, და მცნებანი და სამართალნი. 5 აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე. 6 ის დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას არ შევმუსრო ქვეყანა შეჩვენებით.”

თავი მესამე                                                                                                                                          მათეს სახარება

მალაქია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
Close
Close