HomeUncategorized

გამოსვლა 1

ძველი აღთქმა
გამოსვლა

11 ესენია ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც იაკობთან ერთად შევიდნენ ეგვიპტეში. თითოეული თავისი სახლით შევიდა. 2 რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა, 3 ისაქარი, ზებულუნი და ბენიამინი. 4 დანი და ნაფთალი, გადი და აშერი. 5 და ყოველი მათგანი გამოსული იყო იაკობის საზარდულიდან, სამოცდაათი სული, ხოლო იოსები უკვე ეგვიპტეში იყო. 6 და მოკვდა იოსები და ყველა მისი ძმა, და მთელი თაობა. 7 ხოლო ისრაელის ძეთ ინაყოფეირეს და გამრავლდნენ და გავრცელდნენ და გაძლიერდნენ მეტისმეტად, და აღივსო ის ქვეყანა მათით. 8 და დადგა ახალი მეფე ეგვიპტეზე, რომელიც არ იცნობდა იოსებს, 9 და უთხრა თავის ხალხს: „ისრაელის ძეთა ხალხი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია. 10 მოდით, სიბრძნით მოვიქცეთ მის მიმართ, თორემ უფრო გამრავლდება. და ოდესმე, თუ მოხდა ომი, შეუერთდება ჩვენს მტრებს და იომებს ჩვენს წინააღმდეგ და გავა ქვეყნიდან.” 11 და დაუდგინეს მას საქმის უფროსნი, რათა დაეჩაგრათ იგი მძიმე შრომით. და მან ააშენა სამარაგო ქალაქები ფარაონისთვის: ფითომი და რაყმესესი. 12 და რაც უფრო ტანჯავდნენ მას, მით უფრო მრავლდებოდა იგი და ვრცელდებოდა, და ეშინოდათ მათ ისრაელის ძეთა. 13 და ამუშავებდნენ ეგვიპტელნი ისრაელის ძეთ უწყალოდ. 14 და გაუმწარეს სიცოცხლე მძიმე შრომით თიხაზე და აგურზე, და ყოველგვარი სამუშაოთი მინდორში, ყოველი საქმით, რაზედაც აიძულებდნენ მათ უწყალოდ. 15 და უბრძანა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთის სახელი იყო შიფრა და მეორისა ფუყა, 16 და უთხრა: „როდესაც ამშობიერებთ ებრაელ ქალებს, უყურეთ მათ სამშობიარო ადგილზე: თუ ვაჟია, მოკალით, და თუ ქალია, იცოცხლოს. 17 და შეეშინდათ ბებიაქალებს ღვთისა და არ აკეთებდნენ, როგორც ეგვიპტის მეფემ უბრძანა: ტოვებდნენ ცოცხლად ვაჟებს. 18 და დაიბარა ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები, და უთხრა მათ: „ამას როგორ შვრებით, ცოცხალს როგორ ტოვებთ ვაჟებს?” 19 და უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: „ებრაელი ქალები როდი არიან ეგვიპტელი ქალებივით – ჯანიანები არიან და, სანამ მივიდოდეს მათთან ბებიაქალი, ისინი უკვე ნამშობიარები არიან. 20 და უყო კეთილი ღმერთმა ბებიაქალებს. და ხალხი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა. 21 რაკი ეშინოდათ ბებიაქალებს ღვთისა, უშენებდა იგი მათ სახლებს. 22 და უბრძანა ფარაონმა მთელ თავის ხალხს ასე: „ყველა ახალშობილი ვაჟი მდინარეში გადააგდეთ, ხოლო ყველა ქალი ცოცხალი დატოვეთ.”

 დაბადება                                                                                                                                                    თავი მეორე 

COMMENTS