32 ისინი რომ გავიდნენ, მიუყვანეს მას ეშმაკეული მუნჯი კაცი. 33 და როცა ეშმაკი განდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. და უკვირდა ხალხს და ამბობდა: „ასეთი რამ არასოდეს მომხდარა ისრაელში.“ 34 ფარისევლები კი ამბობდნენ: „ეშმაკთა მთავრით განდევნის ეშმაკებს.“ 35 და დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და დაბაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას.