მათეს 11:20-24

By
დეკემბერი 21, 2014
20 მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქების ყვედრება, სადაც აღსრულდა უმეტესი მის ძალთაგან, იმის გამო, რომ არ მოინანიეს. 21 „ვაი შენ, ქორაზინ, და ვაი შენ, ბეთსაიდა! რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ ქმნილიყო ძალნი, რომლებიც თქვენთან იქმნა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ. 22 ხოლო თქვენ გეუბნებით: ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განსჯის დღეს, ვიდრე თქვენ. 23 შენ კი, კაპერნაუმ, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. რადგან სოდომში რომ გამოვლენილიყო ის ძალნი, შენში რომ გამოვლინდა, დღემდე იდგებოდა. 24 ხოლო თქვენ გეუბნებით, – სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება სასჯელის დღეს, ვიდრე შენ.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close