ღვთის სასუფევლის მოსვლა ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 15:18
უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე“.

1 ნეშტთა 29:11-12
შენია ღმერთო სიდიადე, ძლიერება, დიდება, გამარჯვება და დიდებულება, შენია ყველაფერი ცაში თუ დედამიწაზე, ღმერთო; შენია სამეფო და ყოველივეს სათავე ხარ და ამაღლებული ყოველივეზე. სიმდიდრე და პატივი შენგან მოდის, შენ ბატონობ ყოველივეზე, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყველას განდიდება და გაძლიერება,

ფსალმუნი 44:6
ტახტი შენი ღმერთო – უკუნითი უკუნისამდეა; სამართლის კვერთხია – კვერთხი შენი ხელმწიფებისა.

ფსალმუნი 92:1-2
უფალი მეფობს, სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი და გარს შემოირტყა ძლიერება; დიახ, მტკიცედ დააფუძნა სამყარო და არ შეირყევა. დასაბამიდანაა განმტკიცებული შენი ტახტი; მარადიული ხარ შენ.

დანიელი 4:34-35
იმ დღეების დასრულების შემდეგ მე, ნაბუქოდონოსორმა, თვალები აღვაპყარ ზეცას და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და პატივი მივაგე მარად ცოცხალს, ვისი ბატონობაც საუკუნოა და მეფობა – თაობიდან თაობებში. არაფრად მიიჩნევა ყველა, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე და თავისი სურვილისამებრ იქცევა ზეცის მხედრობასა და მიწის მკვიდრთა შორის. არავინაა, ვინც შეეწინააღმდეგება მის ხელს და ეტყვის, რას სჩადიხარო!

მარკოზის 15:43
მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღმერთის სამეფოს; გაბედულად შევიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა.

ლუკას 23:51
იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც არ დათანხმდა მათ თათბირსა და საქმეს, და რომელიც მოელოდა ღმერთის სამეფოს,

ესაია 32:1
აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და სამართლით იმთავრებენ მთავრები.

იერემია 3:17
იმ დროს „უფლის ტახტს“ უწოდებენ იერუსალიმს, უფლის სახელით შეიკრიბება ყველა ხალხი იერუსალიმში და მეტად აღარ ივლიან თავიანთი გულის ბოროტი ზრახვებით.

დანიელი 2:44
იმ მეფეთა დღეებში დააფუძნებს ზეციური ღმერთი სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა უკუნისამდე; არც სხვა ხალხს გადაეცემა ეს სამეფო. ის შემუსრავს და დაანგრევს ყველა სამეფოს, თვითონ კი სამუდამოდ იდგება.

დანიელი 7:18
მაგრამ უზენაესის წმინდანები მიიღებენ სამეფოს და სამუდამოდ დაიმკვიდრებენ მას, უკუნითი უკუნისამდე“.

ზაქარია 8:22
და მოვლენ ხალხნი მრავალნი და ერნი ძლიერნი, რათა ეძიონ ცაბაოთ უფალი იერუსალიმში და ილოცონ მის წინაშე.

ზაქარია 14:9
უფალი გამეფდება მთელ დედამიწაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და ერთი იქნება სახელი მისი.

მარკოზის 11:10
კურთხეულია ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!“

დანიელი 7:14
მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და სამეფო, რათა ყველა ხალხი, ტომი და ენა მას ემსახუროს. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა.

იერემია 23:5-6
აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს, გამეფდება მეფე, გონივრულად მოიქცევა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ქვეყანაში. მის დღეებში გამოიხსნება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება ისრაელი; ესაა სახელი, რომელსაც უწოდებენ: უფალი – ჩვენი სიმართლე!

მიქა 5:2
შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ჩემთვის ხელმწიფე ისრაელში; დასაბამიდან არის მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.

მათეს 24:14
და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.

ლუკას 8:1
ამის შემდეგ ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში დადიოდა; ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სამეფოს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ.

საქმეები 28:31
ღმერთის სამეფოს ქადაგებდა და გაბედულად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე.

მათეს 4:17
იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო“.

მათეს 9:35
დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას.

მათეს 10:7
როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სამეფო.

მათეს 1:13-14
ორმოცი დღე იყო უდაბნოში და სატანისგან იცდებოდა იგი. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ. მას შემდეგ, რაც გადაცემულ იქნა იოანე, იესო გალილეაში დაბრუნდა და ქადაგებდა ღვთის სახარებას.

ლუკას 4:43
მან თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღმერთის სამეფო, რადგან ამისთვის ვარ მოვლენილი“.

ლუკას 9:2
მიავლინა ისინი ღმერთის სამეფოს საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნად.

ლუკას 10:9
განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: მოგიახლოვდათ-თქო ღმერთის სამეფო.

საქმეები 1:3
რომელთაც ცოცხლად წარუდგა თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით; იგი ორმოც დღეს ეჩვენებოდა და ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა მათ.

საქმეები 8:12
ხოლო, ერწმუნენ რა ფილიპეს, რომელიც ღმერთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელს ახარებდა, ინათლებოდნენ როგორც მამაკაცები, ისე დედაკაცებიც.

საქმეები 19:8
შევიდა სინაგოგაში და სამი თვე გაბედულად საუბრობდა და არწმუნებდა ღმერთის სამეფოს შესახებ.

საქმეები 20:25
და აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ღვთის სამეფოს ვქადაგებდი.

საქმეები 28:23
დღე დაუნიშნეს და ბევრი მივიდა მის სადგომში; პავლე დილიდან საღამომდე არწმუნებდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სამეფოზე და მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან იესოს შესახებ უდასტურებდა.

მათეს 3:1-2
იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეის უდაბნოში,2და ამბობდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.“

მათეს 13:31-32
სხვა იგავიც წარუდგინა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღჩაში. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებში პოულობენ თავშესაფარს.“

მარკოზის 4:30-32
და თქვა: „რას ვამსგავსოთ ღმერთის სასუფეველი? ან რომელი იგავით გადმოვცეთ? იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის, მაგრამ როდესაც დაითესება, ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ.“

მათეს 13:33
სხვა იგავი უთხრა მათ: „ცათა სასუფეველი ჰგავს საფუარს, რომელიც ქალმა აიღო და დაფარა სამ საწყაო ფქვილში, და მთლიანად გაფუვდა.“

მათეს 16:28
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს მომავალს თავისი სუფევით.“

ლუკას 22:18
რადგან გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სასუფეველი.“

მათეს 26:29
გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როდესაც თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში.“

მათეს 6:10
მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.

ლუკას 11:2
უთხრა მათ: „როდესაც ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.


მსგავსი თემები:

ღვთის სასუფეველი       ღვთის სასუფეველში შესვლა      ღვთის სასუფევლის მახასიათებლები
ცათა სასუფეველი