Homeბიბლიაახალი აღთქმა

ლუკას 10

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
სამოცდათორმეტის მისია

101 ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა სამოცდაათი და წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა. უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში. წადით, აჰა გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. არც ქისა  წაიღოთ თან, არც გუდა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინ ეს სთქვით: მშვიდობა ამ სახლს! თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ  და სვით, რაც მათ აქვთ, ვინაიდან მუშაკი ღირსია თავისის საზღაურისა. ერთ სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ. რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: ‘ღვთის სასუფეველი მოგიახლოვდათ.’ 10 ხოლო თუ რომელიმე ქალაქში შესვლისას არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11 ‘თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენს მიმართ. ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ღვთის სასუფეველი.’ 12 გეუბნებით, სოდომს უფრო გაუადვილდება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.

ვაი მოუნანიებელ ქალაქებს

13 ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომელნიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენ. 14 მაგრამ ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდება განკითხვისას, ვიდრე თქვენ. 15 შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები! 16 ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს მომავლინებელს!“

სამოცდათორმეტის დაბრუნება

17 სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან.“ 18 მან კი უთხრა მათ: „დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი. 19 აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად, და მტრის ყოველივე ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ. 20 ოღონდ ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.“

 

იესოს სიხარული

 

21 იმ დროს სულში გაიხარა იესომ და თქვა: „გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ, ჩვილებს კი განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე. 22 ყოველივე ჩემი მამისაგან გადმომეცა, ხოლო არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა. და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძე სურს, რომ განუცხადოს.“ 23 მიუბრუნდა მოწაფეებს ცალკე და უთხრა: „ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. 24 რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა.“

კეთილი სამარიელი

25 აჰა, ერთი რჯულის მცოდნე, წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა ვაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ 26 მან უთხრა მას: „რჯულში როგორ სწერია? შენ როგორ კითხულობ?“ 27 მან მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“ 28 უთხრა მას: სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.“ 29 მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინც არის ჩემი მოყვასი?“ 30 უპასუხა იესომ და უთხრა: „ერთ კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალმკვდარი მიატოვეს. 31 შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია. 32 ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია. 33 მერე ვიღაცა სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა. 34 მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. 35 მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე, და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო. 36 რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“ 37 მან თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას.“ უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.“

სტუმრობა მართასა და მარიამთან

38 განაგრძეს გზა და შევიდა იგი ერთ სოფელში და ერთმა დედაკაცმა, სახელად მართამ, მიიწვია იგი სახლში. 39 მას ჰყავდა და სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40 მართა კი ზრუნავდა გულუხვად გამასპინძლებაზე. მივიდა მასთან და უთხრა: „უფალო, არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს.“ 41 და უთხრა უფალმა პასუხად: „მართა, მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, 42 საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი აირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.“

თავი მეცხრე                                                                                                                                  თავი მეთერთმეტე

COMMENTS