მათეს 13:44
ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს.
საქმეები 14:22
ამხნევებდნენ და შეაგონებდნენ მოწაფეებს, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში. ეუბნებოდნენ: მრავალი ჭირის მეშვეობით უნდა შევიდეთო ღვთის სამეფოში.
მათეს 8:19-20
მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ“. უთხრა მას იესომ: „მელიებს სოროები აქვთ, ცის ფრინველებს – ბუდეები. ძე კაცისას კი თავის მისადებიც არ გააჩნია!“
მათეს 13:45-46
კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძიებს; როგორც კი ძვირფას მარგალიტს იპოვის, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და მას იყიდის.
მათეს 18:29-30
პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.
2 თესალონიკელთა 1:5
რაც ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს ნიშანია, რომ ღვთის სამეფოს ღირსნი გახდებით, რისთვისაც იტანჯებით კიდეც.
გამოცხადება 1:9
მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე იესო ქრისტეს ჭირში, მეფობასა და მოთმინებაში; ვიყავი კუნძულზე, პატმოსი რომ ჰქვია, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისთვის.
მათეს 8:21-22
სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“. მაგრამ იესომ უთხრა მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ“.
ლუკას 18:17
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში“.
იოანეს 3:3
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს.“
იოანეს 3:5
მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმერთის სასუფეველში.
1 კორინთელთა 15:50
ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნადი ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელებას.
მათეს 7:21
ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ვერ შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
ლუკას 13:24-28
„იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარით. რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს. როდესაც სახლის პატრონი ადგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დააკაკუნებთ კარზე და ეტყვით: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’ მაგრამ ის მოგიგებთ და გეტყვით: ‘არ გიცნობთ, სადაურები ხართ.’ მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს: ‘შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი.’ და გეტყვით: ‘გეუბნებით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, ბოროტმოქმედნო.’ და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როდესაც იხილავთ აბრაამს და ისააკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმერთის სასუფეველში, თქვენს თავს კი – გარეთ გაძევებულებს.
მათეს 7:13-14
შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია დაღუპვისაკენ მიმავალი გზა, და მრავალნი არიან მასზე მავალნი. რადგან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი არიან, ვინც ჰპოვებს მას.
მათეს 23:13
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სამეფოს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც სხვა შემავალთ უშვებთ.
1 კორინთელთა 6:9-10
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს? ნუ მოიტყუებთ თავს: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს.
მათეს 5:20
რადგან, გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე მეტი არ იქნება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეზე, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.
ეფესელთა 5:5
რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სამეფოში.
მათეს 24:42-44
ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
მათეს 24:37-39
როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც. რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე,და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა – ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
მათეს 25:13
ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა“.
მათეს 7:21-23
ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს. ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.
ლუკას 13:25-27
როცა სახლის პატრონი წამოდგება და კარს დაკეტავს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით: უფალო, უფალო, გაგვიღე! მაგრამ ის პასუხად მოგიგებთ: არ გიცნობთ, საიდან ხართ. მაშინ ეტყვით: შენ წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი. მაგრამ ის მოგიგებთ: გეუბნებით, არ გიცნობთ, საიდან ხართ. გამშორდით, ყოველნო მოქმედნო უსამართლობისა!
კოლასელთა 1:12-13
ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა სინათლეში, რადგან მან გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში,
ლუკა 12:32
ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ კეთილინება თქვენთვის ცათა სამეფოს მოცემა.
ლუკა 6:20
თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და თქვა: „ნეტარნი ხართ გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სამეფო.
მათეს 5:5
ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
მათეს 11:5
ბრმები კვლავ ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
ლუკას 7:22
უთხრა მათ იესომ პასუხად: „წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ – ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
მარკოზის 10:23-25
იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: „რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა“. მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: „შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი! აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
იაკობის 2:5
ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო: განა ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც მის მოყვარულებს აღუთქვა?
იაკობის 5:1
მოდით ახლა, მდიდრებო, იტირეთ და ივალალეთ იმ უბედურებისთვის, თქვენზე რომ მოდის.
მათეს 19:14
იესომ თქვა: „გამოუშვით ბავშვები და ნუ უკრძალავთ ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სამეფო“.
მარკოზის 10:14
ეს რომ იესომ დაინახა, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ღმერთის სამეფო.
მარკოზის 2:17
ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ; მართალთა კი არა, ცოდვილთა მონანიებისაკენ მოსაწოდებლად მოვედი“.
მათეს 21:31
იმ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?” მიუგეს: „პირველმა“. უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სამეფოში;
მათეს 5:10
ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
ლუკას 6:22-23
ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო. იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
მათეს 8:11
ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სამეფოში.
მათეს 21:43
ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღმერთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფებს გამოიღებს.
მათეს 22:8-10
მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ქორწილის სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები უღირსნი აღმოჩნდნენ. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა შემხვედრი მოიწვიეთ ქორწილში. გავიდნენ მონები გზებზე და ყველა შეკრიბეს, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი; და სტუმრებით აივსო საქორწინო დარბაზი.
მსგავსი თემები:
ღვთის სასუფეველი ღვთის სასუფევლის მოსვლა ღვთის სასუფევლის მახასიათებლები
ცათა სასუფეველი