იოანეს 18:36
თქვა იესომ: „ჩემი სამეფო წუთისოფლისგან არ არის; ჩემი სამეფო რომ ამქვეყნიური ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდევლებს ხელში არ ჩავვარდნოდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამეფო არ არის აქაური“.
რომაელთა 14:17
ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.
1 თესალონიკელთა 2:17
განუგეშებდით და გამხნევებდით და მოვითხოვდით, რომ გევლოთ ღმერთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავის სასუფეველსა და დიდებაში.
მათეს 25:34-35
მაშინ ეტყვის მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, ჩემი მამის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სამყაროს დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. რადგან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,
2 პეტრეს 1:10-11
ამიტომ, ძმებო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ, რადგან უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს შესასვლელი.
ესაია 2:2-4
და იქნება, რომ უკანასკნელ დღეებში განმტკიცდება მთა უფლის ტაძრისა, ყველა მთების სათავეში დადგება ის და ამაღლდება და დინებას დაიწყებს მისკენ ყველა წარმართი. და დაიძვრებიან მრავალი ხალხები მისკენ და იტყვიან: „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში, ის გვასწავლის თავის გზებს, და ვივლით მისი ბილიკებით.“ რადგან სიონიდან გამოვა რჯული, და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან. და განიკითხავს ის ერებს, და ამხილებს მრავალ ხალხებს; ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბებს – ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან.
ესაია 9:5
რადგან მეომრის ყოველი ფეხსაცმელი და სისხლით გაჟღენთილი სამოსელი ცეცხლის კერძი გახდება.
მიქა 5:4-5
დადგება და უფლის ძალით დამწყემსავს, უფლის, თავისი ღმერთის სახელის სიდიადით და დამკვიდრდებიან ისინი თავიანთ ქვეყანაში, რადგან ამიერიდან ქვეყნის კიდემდე იდიდებს ის. ის იქნება ჩვენი მშვიდობა, როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხქვეშ გათელავს ჩვენს ციხე-დარბაზებს; მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსსა და რვა ხალხის მთავარს.
მათეს 5:9
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის შვილებად იწოდებიან.
მათეს 5:1-7
დაინახა რა ხალხი, მთაზე ავიდა და როცა დაჯდა, მისი მოწაფეები მივიდნენ მასთან.და გახსნა თავისი ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:„ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო. ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან. ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.
ესაია 11:6-9
იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი. ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს. არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.
ესაია 35:1-2
გაიხარებს უდაბნო და ურწყული მიწა, გამხიარულდება ყარაბა და მთის შროშანივით გაიფურჩქნება. გაიფურჩქნება, აყვავდება და ილხენს მხიარულებითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება; უფლის დიდებას იხილავენ ისინი, ჩვენი ღმერთის ბრწყინვალებას.
ესაია 41:17-19
ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ. კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას – წყაროებით ავავსებ. უდაბნოში კედარს დავრგავ, აკაციას, მვირსინს და ზეთისხილს; ერთად ვახარებ უდაბნოში – კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს.
ეზეკიელი 47:9
ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც ყველგან ფუთფუთებს, სადაც მდინარე ჩაივლის, იცოცხლებს; მრავლად იქნება თევზი, რადგან, სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერს განკურნავს და ყველაფერი იცოცხლებს იქ, სადაც ეს მდინარე ჩაივლის.
ოსია 2:21-22
იმ დღეს ვუპასუხებ! – ამბობს უფალი ღმერთი – ცებს ვუპასუხებ, ისინი კი მიწას უპასუხებენ. გამოეხმაურება მიწა მარცვლეულს, მაჭარსა და ზეთს და ისინიც გაეხმიანებიან იზრეყელს.
ლუკა 11:14
და განდევნა ეშმაკი მუნჯისგან. როგორც კი ეშმაკი გავიდა, ალაპარაკდა მუნჯი; და გაოცდა ხალხი.
მათეს 18:1-5
იმ ჟამს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: „ვინ უფრო დიდია ცათა სამეფოში?“ იესომ დაუძახა ბავშვს და მათ შორის ჩააყენა. თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში. ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში. ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.
მარკოზის 9:33-37
მივიდნენ კაპერნაუმში. სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე დაობდით გზაში?“ ისინი დუმდნენ, რადგან გზაში ერთმანეთში დაობდნენ – ვინ უფრო დიდიაო? დაჯდა, უხმო თორმეტს და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური“. მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ: „ვინც ჩემი სახელით ერთ ასეთ ბავშვს მიიღებს, ის მე მღებულობს. ხოლო ვინც მე მღებულობს, ის მე კი არ მღებულობს, არამედ ჩემს მომავლინებელს“.
ლუკას 9:46-48
თუმცა ერთი აზრი კი გაუჩნდათ: „ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის?“ იესომ იცოდა მათი გულის ფიქრები, მოიყვანა ბავშვი და გვერდით დაიყენა. უთხრა მათ: „ვინც ღებულობს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მღებულობს. ხოლო, ვინც მე მღებულობს, ის ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს; ყველა თქვენგანში უმცირესი კი, ყველაზე დიდი იქნება“.
მათეს 20:25-28
იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ძალაუფლებით მართავენ მათ. თქვენ შორის ასე ნუ იქნება; არამედ, ვისაც სურს თქვენ შორის დიდი იყოს, ის თქვენს მსახურად იქცეს. და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს. ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად.
მათეს 5:19
მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.
მათეს 11:11
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი; მაგრამ ცათა სამეფოში უმცირესი მასზე დიდია.
მათეს 19:30
ჰოდა მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელთაგან კი – პირველი“.
მსგავსი თემები:
ღვთის სასუფეველი ღვთის სასუფეველში შესვლა ღვთის სასუფევლის მოსვლა ცათა სასუფეველი