ახალი აღთქმა
მარკოზის სახარება
იესო პილატეს წინაშე
151 მყისვე დილაადრიანად მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად მოითათბირეს შეკრეს იესო, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს. 2 და ჰკითხა მას პილატემ: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „შენ ამბობ.“ 3 მღვდელმთავარნი ბევრ რამეს აბრალებდნენ მას. 4 პილატემ კვლავ ჰკითხა მას: „არაფერს უპასუხებ? ხედავ, რამდენს გაბრალებენ?“ 5 მაგრამ იესო აღარაფერზე პასუხობდა და ეს აოცებდა პილატეს.
სასიკვდილო განაჩენი
6 დღესასწაულზე იგი უთავისუფლებდა ხოლმე მათ ერთ პატიმარს, ვისზეც სთხოვდნენ. 7 და იყო ვინმე ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ. 8 ავიდა ხალხი და დაუწყო იმის თხოვნა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ. 9 პილატემ მიუგო მათ და უთხრა: „გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“ 10 ვინაიდან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი. 11 მაგრამ მღვდელმთავრებმა ააგულიანეს ბრბო, რომ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის. 12 პილატემ კვლავ მიუგო და უთხრა: „რაღა ვუყო მას, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ?“ 13 მათ კვლავ იყვირეს: „ჯვარს აცვი იგი!“ 14 პილატემ უთხრა მათ: „რა ბოროტება ჩაიდინა?“ მაგრამ ისინი უფრო მეტად აყვირდნენ: „ჯვარს აცვი იგი!“ 15 პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ.
იესოს დაცინვა
16 ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი იმ ეზოს შიგნით, ანუ პრეტორიაში, და შეკრიბეს მთელი რაზმი. 17 შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისგან დაწნული გვირგვინი. 18 და დაუწყეს მას მისალმება: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“ 19 ლერწამს ურტყამდნენ თავში, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს. 20 როცა შეურაცყვეს, გადახადეს ძოწეული და მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს, და გამოიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
ჯვარცმა
21 აიძულეს ერთი გამვლელი, სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფუსის მამა, რომელიც მინდვრიდან მოდიოდა, ეზიდა მისი ჯვარი. 22 და მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. 23 და მიაწოდეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. 23 და მიაწოდეს მას მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო. 24 და ჯვარს აცვეს და გაიყვანეს მისის სამოსელი წილის ყრით — ვის რა ერგებოდა. 25 მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი. 26 იყო წარწერილი წარწერა მისი ბრალდებისა: „მეფე იუდეველთა.“ 27 მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. 28 და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: „ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხა“. 29 გამვლელები თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას და ამბობდნენ: „ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, 30 იხსენ საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან!“ 31 ასევე მღვდელმთავარნი, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სხვას იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია.“ 32 ქრისტე, მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ.“ მასთან ჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას.
იესოს სიკვდილი
33 მეექვსე საათზე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე. 34 მეცხრე საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელოი, ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: „ღმერთ ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე? 35 იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: აჰა, ელიას უხმობსო იგი. 36 ერთი ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად, თან ამბობდა: აბა, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელადო. 37 იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა. 38 და ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო, თავიდან ბოლომდე. 39 როცა მის წინაშე მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შესძახა და განუტევა სული, თქვა: „ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო ეს კაცი.“ 40 აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უმზერდნენ. მათ შორის მარიამ მაგდალელიც და მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, და სალომე, 41 რომელნიც მაშინ, როცა ის გალილეაში იყო, თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ასევე მრავალი სხვაც, რომლებიც მასთან ერთად გამოვიდნენ იერუსალიმს.
იესოს დაკრძალვა
42 როცა მოსაღამოვდა, რაკი იყო პარასკევი, ანუ შაბათის წინადღე, 43 მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღვთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. 44 პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო. დაუძახა ასისთავს და ჰკითხა: „დიდი ხანია მოკვდა?“ 45 ეს რომ შეიტყო ასისთავისაგან, უბოძა იოსებს გვამი. 46 და მან იყიდა ტილო, გარდმოხსნა იგი, შემოახვია ტილო და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაგორა სამარხის კარზე. 47 მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, — იესოს დედამ — დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი.
COMMENTS