ღვთის სასუფეველი ბიბლიის მუხლები

მათეს 4:17
იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვებულია ცათა სასუფეველი.“

მათეს 11:11-12
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი; მაგრამ ცათა სამეფოში უმცირესი მასზე დიდია. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სამეფო ძალისხმევით აიღება, და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.

მათეს 12:28
ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი.

მათეს 18:1-5
ამ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: „ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?“ იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შორის, და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ გახდებით ბავშვებივით, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში. და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს.

იოანეს 18:36
თქვა იესომ: „ჩემი სამეფო წუთისოფლისგან არ არის; ჩემი სამეფო რომ ამქვეყნიური ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდევლებს ხელში არ ჩავვარდნოდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამეფო არ არის აქაური“.

მათეს 13:44
ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს.

მარკოზის 1:15
ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება“.

ლუკას 17:20-21
როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს: „როდის მოვა ღმერთის სასუფეველი?“ მიუგო და უთხრა მათ: „ღმერთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. ვერ იტყვიან: ‘აჰა, აქ არის!’ ან: ‘აჰა, იქ არის!’ რადგან, აჰა, თავად თქვენშია ღმერთის სასუფეველი.“

მათეს 25:34
მაშინ ეტყვის მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, ჩემი მამის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სამყაროს დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.

კოლასელთა 1:13
რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში,

ლუკას 9:2
და წარგზავნა ისინი ღმერთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნებლად.

მათეს 5:3
„ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო.

მათეს 8:12
ხოლო სასუფევლის შვილები გაიყრებიან გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.“

მათეს 19:24
კიდევ გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სასუფეველში.“

ლუკას 12:32
ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ კეთილინება თქვენთვის ცათა სამეფოს მოცემა.

რომაელთა 14:17
რადგან ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.

იაკობის 2:5
ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა ამა ქვეყნის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა?

2 პეტრეს 1:11
რადგან უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს შესასვლელი.

1 კორინთელთა 4:20
რადგან სიტყვაში კი არ არის ღმერთის სასუფეველი, არამედ ძალაში.

2 თესალონიკელთა 1:5
ეს არის ღმერთის მართალი მსჯავრის ნიშნები, რომ ღირსნი იქნებით ღმერთის სასუფევლისა, რისთვისაც ეხლა იტანჯებით.

ებრაელთა 12:28
ამიტომ ჩვენ, ვინც შეუძრავ სამეფოს ვღებულობთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომლითაც ვემსახურებით ღმერთს სათნოდ, მოწიწებითა და მოშიშებით.


მსგავსი თემები:

ღვთის სასუფეველში შესვლა      ღვთის სასუფევლის მოსვლა      ღვთის სასუფევლის მახასიათებლები      ცათა სასუფეველი