ესაია 40:13
ვინ მომართა უფლის სული? ვინ განასწავლა იგი თავისი რჩევით?
მეორე რჯული 29:29
დაფარული – უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყოველი სიტყვა“.
რიცხვნი 12:6
უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე წინასწარმეტყველი თქვენ შორის, მე, უფალი, ჩვენებაში რომ ვეცხადები და სიზმარში ვლაპარაკობ მასთან;
რიცხვნი 23:3
უთხრა ბილყამმა ბალაკს: „დაუდექი შენს სრულადდასაწველს და მე კი წავალ, ვინძლო მოვიდეს უფალი ჩემთან შესახვედრად და რასაც მეტყვის, შეგატყობინებ“. და ამაღლებული ადგილისკენ წავიდა იგი.
იოანეს 12:22
ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა; ამის შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ იესოს უთხრეს.
ესაია 40:5
გამოცხადდება უფლის დიდება და ერთად იხილავს ყოველი ხორციელი, რადგან უფლის ბაგემ წარმოთქვა.
ესაია 65:1
გამოვეცხადე მათ, ვინც არ მეძიებდა; ვაპოვნინე თავი მათ, ვინც არ მკითხულობდა. ვუთხარი: „აქ ვარ!“ ხალხს, რომელიც არ იწოდებოდა ჩემი სახელით.
ეზეკიელი 20:5
უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როცა მე ამოვირჩიე ისრაელი და დავუფიცე იაკობის ტაძრის შთამომავლობას, და გამოვეცხადე მათ ეგვიპტის ქვეყანაში და ჩემი ხელით გამოვიყვანე; ვეუბნებოდი, მე ვარ-მეთქი უფალი, თქვენი ღმერთი.
მათეს 11:25-27
მაშინ მიმართა იესომ და თქვა: „გაქებ შენ, მამაო, ცისა და ქვეყნის უფალო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს. დიახ, მამაო! რადგან ასეთი იყო შენი ნება-სურვილი. ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.
ლუკას 10:21-22
იმ დროს გაიხარა სულში იესომ და თქვა: „გმადლობ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რომ ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ეს და ჩვილებს გამოუცხადე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენ წინაშე. ყოველივე მამისგან გადმომეცა, და არავინ იცის ვინ არის მამა, გარდა ძისა; და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს რომ განუცხადოს“.
რომაელთა 16:25-26
ხოლო – მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება, ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც მიდუმებული იყო საუკუნეთაგან, ახლა კი გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილებით და მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას
გალატელთა 1:12
ვინაიდან არც მე მიმიღია და მისწავლია იგი ადამიანისგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
რომაელთა 1:20
ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.
ფსალმუნები 8:1
უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდებულია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცებზე მაღალია დიდება შენი.
ფსალმუნები 96:6
ცანი ღაღადებენ მის სიმართლეს და ყველა ხალხი ხედავს მის დიდებას.
საქმეები 14:17
თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს“.
რომაელთა 1:17
ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით“.
მეორე რჯული 31:13
მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, მოისმინონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთის, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ ქვეყანაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ მდინარე იორდანეს“.
საქმეები 10:31
მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით; ის არის ყოველთა უფალი!
მათეს 11:27
ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.
ლუკას 10:22
ყოველივე მამისგან გადმომეცა, და არავინ იცის ვინ არის მამა, გარდა ძისა; და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს რომ განუცხადოს“.
იოანეს 3:2
იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის“.
იოანეს 8:19
მაშინ ჰკითხეს მას: „სად არის მამაშენი?“ მიუგო მათ იესომ: „არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ“.
იოანეს 10:32
უთხრა მათ იესომ: „ბევრი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“
იოანეს 14:7
მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი“.
იოანეს 16:30
ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. და მანამდე იცი, სანამ გკითხავენ რამეს. ამის გამო გვწამს, რომ ღმერთისგან გამოხვედი“.
იოანეს 17:3
ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე – იესო ქრისტეს.
კოლასელთა 2:2
რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,
ეფესელთა 1:17
რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
ესაია 11:2
და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.
იოანეს 15:26
როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
საქმეები 4:31
და შეიძრა ის ადგილი მათი ლოცვისას, სადაც შეკრებილიყვნენ, ყველანი სულიწმიდით აღივსნენ და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღმერთის სიტყვას.
1 კორინთელთა 12:8
ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
1 პეტრეს 1:12
რომელთაც გამოეცხადათ, რომ მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ მახარებლისგან, ციდან მოვლენილი სულიწმიდის მიერ, და რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.
გამოსვლა 9:29
მიუგო მოსემ: „როგორც კი გავალ ქალაქიდან აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, დაცხრება გრგვინვა და სეტყვაც შეწყდება, რათა მიხვდე, რომ უფლისაა დედამიწა.
ესაია 50:4
უფალმა ღმერთმა მომცა დამმოძღვრავის ენა, რათა შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. დილაობით მაღვიძებს, ჩემს ყურს აღვიძებს, რომ მოწაფესავით მოვისმინო.
ესაია 60:16
ერთა რძეს და მეფეთა ძუძუს მოსწოვ; მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი, შენი გადამრჩენელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
იერემია 22:16
ჩაგრულსა და ღარიბ-ღატაკს განიკითხავდა და სიკეთე ჰქონდა. განა ეს არ არის ჩემი შეცნობა? ამბობს უფალი.
იერემია 24:7
გულს მივცემ მათ ჩემს შესაცნობად, რადგან მე ვარ უფალი; ჩემი ხალხი იქნებიან და მე ვიქნები მათი ღმერთი, რადგან მთელი გულით მობრუნდებიან ჩემკენ“.
ეზეკიელი 6:7
დაეცემიან განგმირულნი თქვენ შორის და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
იონა 4:2
შეღაღადა უფალს და უთხრა: „გემუდარები, უფალო, განა ამას არ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ყოფნისას? ამის გამო გავიქეცი თარშიშს, რადგან ვიცოდი, რომ შემწყნარებელი ღმერთი ხარ და მიმტევებელი, სულგრძელი და დიდმოწყალე, და თავს არიდებ დასჯას.
ფსალმუნები 9:10
შენ მოგენდობიან შენი სახელის მცნობელნი, ვინაიდან არ მიატოვებ შენს მაძიებელს, უფალო.
ფსალმუნები 35:10
სიკეთე გადმოღვარე მათზე, ვინც შენ გიცნობს და სიმართლე – გულით მართლებზე.
ფსალმუნები 134:5
რადგან ვიცი, რომ დიდია უფალი; ჩვენი უფალი ყველა ღმერთზე დიდია.
1 იოანეს 4:8
ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.
ამოსი 3:7
რადგან, არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, ვიდრე არ გაუმხელს თავის საიდუმლოს თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს.
დაბადება 41:5
კვლავ დაეძინა და კვლავ ნახა სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოვიდა ერთ ღეროზე, საღი და სავსე.
1 მეფეთა 3:7
არ იცნობდა სამუელი იმ დროს უფალს და არც უფლის სიტყვა გამოსცხადებია.
4 მეფეთა 8:10
მიუგო მას ელისემ: „წადი და უთხარი: უცილობლად განიკურნები. თუმცა, მიჩვენა უფალმა, რომ უცილობლად მოკვდება იგი“.