ახალი აღთქმა
იოანეს სახარება
იესოს გზა მამისკენ
141 ,,ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. 2 ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ. 3 როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. 4 სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა.“ 5 ეუბნება მას თომა: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?“ 6 ეუბნება მას იესო: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. 7 მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და ნანახი გყავთ იგი.“ 8 ეუბნება მას ფილიპე: ,,უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.“ 9 ეუბნება მას იესო: ,,რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, მამა გვაჩვენეო? 10 არ გწამს, რომ მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს. 11 მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ. 12 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გაკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ. 13 რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში. 14 თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
სულიწმიდის დაპირება
15 ,,თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით. 16 მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ, 17 ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება. 18 ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან. 19 კიდევ ცოტაც, და სოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. 20 იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში. 21 ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მე შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები.“ 22 ეუბნება მას იუდა, არა ისკარიოტელი: ,,უფალო, როგორ იქნება, რომ შენ თავად გამოგვეცხადები ჩვენ და არა სოფელს?“ 23 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს. 24 ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისაა.
25 ამას გელაპარაკობიდით თქვენთან ყოფნისას, 26 ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდაა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს. 27 მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება. 28 ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან ჩემზე დიდია მამა. 29 ახლა გითხარით ეს, სანამ ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. 30 ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან სოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის. 31 მაგრამ, რათა გაიგოს სოფელმა, რომ მამა მიყვარს და, როგორც მამა მიბრძანა, ისე ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან.

COMMENTS