HomeUncategorized

ამოსი 3

ძველი აღთქმა
ამოსი

31 ისმინეთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენზე თქვა უფალმა, ისრაელიანებო, მთელს მოდგმაზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე: 2 „მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს. 3 აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ? 4 აბა, თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება? თუ გამოსცემს ხმას ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი ჰყავს შესაპყრობი? 5 აბა, თუ გაებმება ჩიტი ბადეში, თუ მიწაზე მახე არ არის დაგებული? 6 აბა, თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად? 7 რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ. 8 ლომი ბრდღვინავს – ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს – ვინ არ გაქადაგდება! 9 გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: „შეიკრიბეთ სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა – მის წიაღში!’ 10 არ იციან სიმართლის ქმნა”, – ამბობს უფალი, – „ძარცვა-გლეჯით ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში.” 11 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს ციხე-სიმაგრეს და დარბაზებს გაგიძარცვავს.” 12 ასე ამბობს უფალი: „როგორც მწყემსი გადაარჩენს ლომის ხახიდან ორ ბარკალს ან ყურის ნაგლეჯს, ისე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში – სარეცელზე. 13 ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის ხალხს,” ამბობს უფალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი: 14 „რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწად დაემხობა. 15 დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები და ბევრი სახლი აღიგვება,” – ამბობს უფალი.

თავი მეორე                                                                                                                                               თავი მეოთხე

COMMENTS