ბიბლიის მუხლები თემაზე
გული
50 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
მათეს 6:21
ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
-
იგავნი 3:5
დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი.
-
იგავნი 4:23
ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები.
-
იგავნი 23:26
მე მომეცი, შვილო, შენი გული და შენმა თვალებმა დაიცვან ჩემი გზა.
-
ეზეკიელი 36:26
და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებ თქვენში, ამოგარიდებთ ქვის გულს თქვენი ხორციდან და მოგცემთ ხორცის გულს.
-
ფსალმუნები 50:10
სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
-
იერემია 17:10
მე, უფალი, ვიკვლევ გულს და ვცდი თირკმელთ, რათა მივაგო თითოეულს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ.
-
მათეს 5:8
ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
-
ფსალმუნები 111:7
ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცედ არის მისი გული მინდობილი უფალზე.
-
ებრაელთა 4:12
ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს.
-
რომაელთა 2:5
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს,
-
იერემია 17:9
ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას?
-
საქმეები 8:22
მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა,
-
ფსალმუნები 72:26
ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
-
ფილიპელთა 4:7
და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
-
იოანეს 14:27
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
-
ფსალმუნები 36:4
ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.
-
იობი 9:4
გულით ბრძენია და ძალით ძლიერი, ვინ გაჯიუტებია მას და გადარჩენილა?
-
ფსალმუნები 9:1
გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
-
ფსალმუნები 25:2
გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი.
-
ფსალმუნები 33:18
ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის.
-
ფსალმუნები 23:4-5
ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცავს, ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
-
ფსალმუნები 18:14
დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
-
რომაელთა 1:21
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
-
იერემია 12:3
და შენ, უფალო, მიცანი მე, მნახე მე და გამოსცადე ჩემი გული, რომელიც შენთანაა, მორეკე ისინი, როგორც დასაკლავი ცხვარი და მოამზადე მოკვლის დღისათვის.
-
ფსალმუნები 21:2
კაცის ყველა გზა სწორია მის თვალში, ხოლო უფალი სწონის გულებს.
-
ფსალმუნები 50:17
შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი. მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
-
იგავნი 16:1
გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან მოდის.
-
1 ტიმოთეს 1:5
ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,
-
ფსალმუნები 96:11
შუქი იღვრება მართალთათვის და გულით წრფელთათვის – მხიარულება.
-
იაკობის 4:8
მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო.
-
ებრაელთა 3:10
ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: ‘მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს მათ ჩემი გზა’.
-
1 თესალონიკელთა 2:4
არამედ, როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს.
-
1 მეფეთა 16:7
და უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს.
-
ებრაელთა 10:22
მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.
-
რომაელთა 6:17
ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ სახის მოძღვრებას, რომელსაც თქვენი თავი გადაეცით.
-
იგავნი 11:20
უფლის საძულველნი არიან გულმრუდნი, მისი სასურველნი კი - სწორი გზით მავალნი.
-
2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
-
ფსალმუნები 118:10
მთელი გულით გეძიებ შენ; ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან!
-
რომაელთა 10:10
ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.
-
საქმეები 28:27
ვინაიდან გასუქდა ამ ხალხის გული, და ყურებით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალებით ვერ ხედავდნენ, ყურებით არ ესმოდეთ, გულით ვერ ხვდებოდნენ, რომ არ განვკურნო ისინი.
-
საქმეები 16:14
ერთი დედაკაცი, სახელად ლიდია, ქალაქ თიატირადან, ძოწეულით მოვაჭრე, ღვთისმოშიში, ისმენდა. უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკევის მოსასმენად.
-
იოანეს 12:40
მან თვალები დაუბრმავა მათ და გული დაუხშო, რათა თვალებით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი.
-
მარკოზის 16:14
მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, ინახით მსხდართ, და უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი.
-
ეკლესიასტე 9:3
აი, რა არის ცუდი ყოველივეში, რაც მზის ქვეშ ხდება, რომ ერთი ხვედრი აქვს ყველას, და ადამიანის ძეთა გულიც სავსეა ბოროტებით, და სისულელეა მათ გულებში მათ სიცოცხლეში. ამის შემდეგ კი მკვდრებისაკენ წავლენ.
-
იგავნი 28:14
ნეტარია ადამიანი, რომელსაც მუდამ ეშინია, ხოლო გულის გამქვავებელი უბედურებაში ჩავარდება.
-
ფსალმუნები 124:4
სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს!
-
ოსია 10:2
ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ; შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს.
-
საქმეები 8:21
არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არ არის წრფელი ღვთის წინაშე.
-
მარკოზის 7:21
ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი,