ფსალმუნები 104:1
ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ერებს საქმენი მისნი.
1 ნეშტთა 16:8
„ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
დაბადება 4:26
და შეთსაც შეეძინა ძე, და უწოდა მას სახელად ენოში. და მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
დაბადება 12:8
და წავიდა იქიდან მთისაკენ, ბეთელის აღმოსავლეთით, და გაშალა იქ კარავი. ბეთელი იყო დასავლეთით, ხოლო ჰაღაი აღმოსავლეთით და იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს, და მოუხმო უფლის სახელს.
ფსალმუნები 85:5
რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
ფსალმუნები 114:2
რომ მომაპყრო ყური; და ჩემი დღენი მსურს მოვუხმობდე მას.
2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
ფსალმუნები 13:4
ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონობის ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ ჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?
ფსალმუნები 78:6
გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გიცნობენ, და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ.
ესაია 65:1
„გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა, მიპოვნეს მათ, ვინც არ მეძებდა. და ვუთხარი: ‘აქა ვარ, აქა ვარ!’ ხალხს, რომელიც არ იყო ჩემი სახელით წოდებული.
იერემია 10:25
გადმოღვარე შენი გულისწყრომა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ შენ და ტომებზე, რომლებიც შენს სახელს არ უხმობენ,
სოფონია 3:9
რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ.
ფსალმუნები 49:15
და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.”
გოდება იერემიასი 3:55
შავეთის დილეგიდან ვუხმობდი შენს სახელს, უფალო.
1 მეფეთა 12:17-18
ხომ პურის მკაა ახლა? შევთხოვ უფალს და მოავლენს ჭექა-ქუხილსა და წვიმას, და გაიგებთ და ნახავთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის თვალწინ რომ ჩაიდინეთ, როცა მეფე მოითხოვეთ თქვენთვის.” შესთხოვა სამუელმა უფალს და მოავლინა უფალმა ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს. ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.
2 მეფეთა 22:4
უფალს, დიდებულს, შევღაღადე და მტრებს გადავურჩი.
ფსალმუნები 18:3
ქებით მოვუხმობ უფალს, და მტრებისაგან გადავრჩები.
3 მეფეთა 18:24
ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს, და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ღმერთი იქნება”. და მიუგო მთელმა ხალხმა და თქვეს: „კეთილი.”
4 მეფეთა 5:11
და გაბრაზდა ნაყამანი, წავიდა და თქვა: „აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღვთის, სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისგან განმკურნავს-მეთქი.
იობი 19:7
აჰა, ვღაღადებ: ‘ძალადობაა!’ მაგრამ პასუხს არავინ მაძლევს, შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი.
ფსალმუნები 4:1
მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
ფსალმუნები 16:6-9
მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები. გვიჩვენე შენი გასაოცარი წყალობა, რომელიც იხსნი შენს მოიმედეთ შენი მარჯვენით მათს მოშუღართაგან. შემინახე თვალის ჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად.
ფსალმუნები 17:7
გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
ფსალმუნები 26:7-12
ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ, შემიწყალე და მიპასუხე. შენგან ამბობს ჩემი გული: „მოძებნეთ ჩემი სახე.” შენს სახეს მოვძებნი, უფალო. ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს; ჩემი შემწე იყავი უწინ; ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მსხნელო, რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ; ხოლო უფალი მიმიღებს მე. მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო. ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ; რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ.
ფსალმუნები 27:1-2
შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის. ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს. ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს აღვაპყრობ შენი წმიდა ტაძრისკენ.
ფსალმუნები 55:16
ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის.
ფსალმუნები 85:3
შემიწყალე, უფალო, რამეთუ შენ მოგიხმობ ყოველდღე.
ფსალმუნები 90:15
მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
ფსალმუნები 118:1
უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე, და მიპასუხა.
იგავნი 1:28
მაშინ მომიხმობენ მე და არ ვუპასუხებ, დამიწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ მპოვებენ.
ესაია 58:9
მაშინ დაიძახებ და უფალი გიპასუხებს, იღაღადებ და ის იტყვის: ‘აქა ვარ!’ როცა მოიცილებ შენს შორის უღელს, თითის მიშვერას და ძვირის თქმას,
ესაია 65:24
და იქნება, სანამ მომიხმობენ, პასუხს გავცემ, ჯერ ლაპარაკში იქნებიან, რომ მე გავიგონებ.
იერემია 11:14
ნუ ილოცებ ამ ერისათვის და ნუ აამაღლებ მათზე ვედრებასა და ლოცვას, რადგან არ მოვისმენ, როდესაც შემომღაღადებენ თავიანთი უბედურების ჟამს.
იერემია 33:3
‘მომიხმე მე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდს და მიუწვდომელს, რომლებიც არ იცოდი შენ,
იოველი 1:19
შენ შემოგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები, ალმა გადაბუგა მინდვრის ხეები.
აბაკუმი 1:2
როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველოდე?
ზაქარია 13:9
გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმენდ, როგორც ვერცხლი იწმინდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება. მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ‘ეს არის ჩემი ერი.’ იტყვიან ისინი: ‘უფალია ჩემი ღმერთი.’”
საქმეები 2:21
და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.’
იოველი 2:32
ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
რომაელთა 10:12-14
ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს. რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვისიც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვისზეც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?
ფსალმუნები 98:6
მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის, ისინი მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ.
გამოსვლა 17:11
და იყო, როცა მაღლა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი. და როცა დაბლა დაუშვებდა ხელს, სძლევდა ყამალეკი.
გამოსვლა 32:31-32
და გაბრუნდა მოსე უფალთან, და თქვა: „ცოდვა დიდი ჩაიდინა ამ ხალხმა: გაიკეთეს ოქროს ღმერთი. და ახლა, თუ შეუნდობ მათ ცოდვას, შეუნდე, და თუ არა, ამომშალე მეც შენი წიგნიდან, შენ რომ დაწერე.”
რიცხვნი 21:7
და მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა მას: „შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ. ილოცე უფლის მიმართ, მოაშოროს ჩვენგან გველი.” და ილოცა მოსემ ხალხისათვის.
1 მეფეთა 12:19
უთხრა მთელმა ხალხმა სამუელს: „შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მსახურთა გულისათვის, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელს ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ.”
იერემია 15:1
და მითხრა მე უფალმა: „თვით მოსე და სამუელიც რომ დადგნენ ჩემს წინაშე, არ იქნება ჩემი სული ამ ხალხთან. გაგზავნეთ ისინი ჩემი პირისაგან და წავიდნენ.
დაბადება 13:4
იმ ადგილამდე, სადაც მან პირველად ააგო სამსხვერპლო და იქ მოუხმო აბრამმა უფლის სახელს.
გამოსვლა 32:11-13
და ევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „რად უნდა აღეგზნოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით? რად უნდა თქვან ეგვიპტელებმა ასე: ‘ბოროტი განზრახვით გამოიყვანა ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირისაგან აღსაგველად?’ გააბრუნე შენი რისხვის აღგზნება და გადაიფიქრე ბოროტება შენი ხალხის მიმართ. გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შეჰფიცე შენი თავით და უთხარი მათ: ‘გავამრავლებ თქვენს თესლს ცის ვარსკვლავებივით და მთელს ამ ქვეყანას, რომელზეც მე ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ საუკუნოდ.’”
იონა 2:2
თქვა: „ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. შავეთის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება.
საქმეები 7:59-60
რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.” მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას.” ეს თქვა და მიიძინა.