HomeUncategorized

იონა 2

ძველი აღთქმა
იონა

21 ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან. 2 თქვა: „ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. შავეთის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება. 3 როცა ღურღუმელში, ზღვის გულში, ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა 4 ვთქვი: ‘გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე მეღირსება შენი წმიდა ტაძრის ხილვა?’ 5 ყელამდე მომწვდა წყალი, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა, 6 მთების ფესვებამდე ჩავედი, მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ჯოჯოხეთს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო, ღმერთო ჩემო! 7 როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში. 8 ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას! 9 მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!” 10 უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა.

თავი პირველი                                                                                                                                             თავი მესამე

Newer Post
Older Post

COMMENTS