ზრუნვა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 120:3
არ წააბორძიკებს შენს ფეხს, არ წათვლემს დამცველი შენი.

ფსალმუნები 8:4
რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?

ფსალმუნები 22:1
უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.

ფსალმუნები 64:9
კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი;- ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.

მათეს 6:32
ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს.

ლუკას 12:30
ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებს ამ სოფლის ყველა ხალხი. თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ესენი.

მათეს 10:30-31
ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.

იოანეს 15:12
ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.

დაბადება 37:14
და უთხრა მას: „წადი და ნახე, თუ მშვიდობით არიან შენი ძმები და ფარა, და მომიტანე ამბავი.” და გაგზავნა იგი ხებრონის ველიდან, და მივიდა შექემს.

1 მეფეთა 10:2
დღესვე, როცა ჩემგან წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის საფლავთან, ბენიამინის საზღვარზე, ცელცახში. გეტყვიან: „ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წამოხვედი. აჰა, დაავიწყდა მამაშენს თავისი ვირები და თქვენზე დარდობს: რა ვიღონო ჩემი შვილისთვისო?

2 მეფეთა 18:29
უთხრა მეფემ: ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი, აბესალომი? უთხრა ახიმაცაყმა: დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა შენი მორჩილი იოაბი მაგზავნიდა შენს მორჩილს, ვერ კი მივხვდი, რა იყო.

ლუკას 10:34-35
მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო.

საქმეები 20:31
მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს.

ფილიპელთა 4:10
მე კი დიდად გავიხარე უფალში, რადგან ახლა კვლავ იწყეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვერ ახერხდებით.

1 თესალონიკელთა 3:10
დღედაღამ მხურვალედ რომ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ, რაც აკლია თქვენს რწმენას.

ესაია 49:15
„განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ!

ფსალმუნები 117:9
უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.

ეზეკიელი 34:2-3
„ძეო კაცისავ! იწინასწამეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწამეტყველე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ვაი ისრაელის მწყემსებს, რომელნიც თავიანთ თავს მწყემსავენ. განა მწყემსებმა ცხვარი არ უნდა მწყემსონ? ქონს თქვენ ჭამთ, მატყლს იცვამთ და ჯანსაღ ცხვარს კლავთ, ცხვრის ფარას კი არ მწყემსავთ.

ზაქარია 10:2-3
რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს ხედავენ და ცრუ სიზმრებს ყვებიან. ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი. „მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ბოტებს, მაგრამ მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას – იუდას სახლს და თავის დიდებულ რაშად გაიხდის მას ბრძოლაში.

იოანეს 10:13-15
მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის.

1 ტიმოთეს 3:5
ვინაიდან: თუ ვინმემ საკუთარი სახლის განმგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?

დაბადება 2:15
და აიყვანა უფალმა ღმერთმა ადამი და დასვა იგი ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი.

დაბადება 39:4
და ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში, და ემსახურებოდა მას. და დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ხელთ ჩააბარა.

რიცხვნი 1:50
შენ დანიშნე ლევიანები მოწმობის კარავზე, ყოველ მის ჭურჭელზე და ყოველივეზე, რაც მასშია. მათ ატარონ კარავი და მთელი მისი მოწყობილობა, და ემსახურონ მას, და კარვის ახლოს დაიბანაკონ.

იგავნი 29:7
მართალმა იცის ღარიბთა სამართალი, უკეთურს არა აქვს ეს ცოდნა.

მათეს 21:33-34
„მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა. რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწისმუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად.

1 ტიმოთეს 6:20
ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე უწმიდურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს,

ეფესელთა 5:25
მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,

ფსალმუნები 102:13-14
როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი; ვინაიდან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.

1 ტიმოთეს 5:8
ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.

იერემია 48:10
წყეული, ვინც უფლის საქმეს დაუდევრად აკეთებს და წყეული, ვინც თავის მახვილს აკავებს სისხლისაგან!

მეორე რჯული 8:14
არ გადიდგულდე და არ დაივიწყო, უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან;

2 ნეშტთა 24:5
და შეკრიბა მღვდლები და ლევიანები და უთხრა: „დაიარეთ იუდას ქალაქები და მთელ ისრაელში ვერცხლი მოაგროვეთ წლიდან წლამდე უფლის სახლის შესაკეთებლად, აჩქარდით” მაგრამ ლევიანებმა არ დააჩქარეს.

ესაია 47:8
ახლა კი, ისმინე ეს, ნებიერო, უსაფრთხოდ მჯდომარევ, რომ ამბობ შენს გულში: ‘მე ვარ და არავინაა ჩემს გარდა, არ დავჯდები ქვრივად და არ მეცოდინება შვილმკვდრობა!’

ზაქარია 7:9-10
„ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს. ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ, ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის.’

ფილიპელთა 4:6
არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს

მათეს 6:31-32
ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს.

მათეს 13:22
ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აჩანაგებენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება.

ლუკას 10:40-42
მართა კი ზრუნავდა გულუხვად გამასპინძლებაზე. მივიდა მასთან და უთხრა: „უფალო, არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს.” და უთხრა მას უფალმა პასუხად: „მართა, მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.”

ლუკას 21:34
„გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად,

1 კორინთელთა 7:32-34
მე მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს; ხოლო ცოლიანი სოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს. არის განსხვავება ქმრიანსა და ქალწულს შორის: ქალი, უქმრო და ქალწული, ზრუნავს უფლისაზე, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც. ქმრიანი კი სოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ქმარს.

1 პეტრეს 5:7
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

ფსალმუნები 36:25
ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, და მისი მოდგმა – პურზე ხელგაწვდილი.

ფსალმუნები 54:22
მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას.

ლუკას 12:11-12
როცა შეგიყვანენ სინაგოგებში მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იზრუნებთ იმაზე, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ, ვინაიდან სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რაც უნდა ილაპარაკოთ.”

მათეს 11:28-29
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.