Homeბიბლიაახალი აღთქმა

ლუკას 21

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
ქვრივი ქალის შესაწირი

211 აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში ჰყრიდნენ მდიდრები თავიანთ შესაწირავს. დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო. თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო, ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავის სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა.“

წინასწართქმა ტაძრის დანგრევაზე

როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწირულობებით არისო დამშვენებული, იესომ თქვა: 6 „დადგება დღეები, როცა მათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიშალოს.“

ნიშნები და დევნა-შევიწროვებანი

ისინი ეუბნებოდნენ მას და ეკითხებოდნენ: „მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?“ მან თქვა: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეცდეთ, ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარო და ის ჟამი მოახლოებულიაო. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ. როცა მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან უცებ არ იქნება აღსასრული.“ 10 მაშინ უთხრა მათ: „აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო — სამეფოს წინააღმდეგ. 11 იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან. 12 ამის უწონარეს ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო. 13 ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად. 14 ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ უზრუნოთ, რით იმართლოთ თავი, 15 ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი. 16 ასევე გაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17 და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო. 18 მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან. 19 მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.

წინასწართქმა იერუსალიმის დანგრევაზე

20 და როცა იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარს შემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. 21 მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში. 22 ვინაიდან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი. 23 ხოლო, ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან დიდი იქნება უბედურება მიწაზე და რისხვა ამ ხალზე. 24 დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა ჟამი.

კაცის ძის მოკვლა

25 და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკკალვებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო. 26 ხალხს გული შეუწუხდება შიშით და მსოფლიოზე მოსავალთა მოლოდინით, ვინაიდან ციური ძალები შეირყევიან. 27 მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. 28 ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.“

ლეღვის ხის გაკვეთილი

29 უთხრა მათ იგავი: „შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს. 30 როცა ისინი უკვე იფოთლებიან, შეხედავთ და იცით, რომ ახლოსაა ზაფხული. 31 ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოსაა ღვთის სასუფეველი. 32 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება. 33 ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.

შეგონება სიფხიზლეზე

34 „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად, 35 რადგან ის, ეწევა, როგორც მახე, ყველა მკვიდრს მთელს მიწის პირზე. 36 მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთა თავის დაღწევა და წარმოდგომა კაცის ძის წინაშე.“ 37 დღისით იესო ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა. ღამღამობით კი ადიოდა მთაზე, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება. 38 მთელი ხალხი დილიდან მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად.

თავი მეოცე                                                                                                                                     თავი ოცდამეორე

Newer Post
Older Post

COMMENTS