Home1ტიმოთე

1 ტიმოთეს 6

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ

61 მონებმა, რომლებიც უღელქვეშ იმყოფებიან, ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა ჩათვალონ თავიანთი პატრონები, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება. რომელთაც მორწმუნე პატრონები ჰყავთ, ნუ მოექცევიან მათ უპატიოდ, რახან ისინი ძმები არიან, არამედ უფრო მეტად ემსახურონ, ვინაიდან მორწმუნენი არიან და, საყვარელნი, და ქველმოქმედებას ეწევიან. ეს ასწავლე და შეაგონე.

ცრუ სწავლება და ნამდვილი სიმდიდრე

ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის მოძღვრებას, 4 ის ამპარტავანია და არაფერი იცის, არამედ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი, ფუჭი კამათი გარყვნილი გონებისა და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს. მაინც დიდი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად. რადგან არც არაფერი მიგვიტანია სოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ, თუ გაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას. ხოლო გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმებში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპავად უბიძგებენ ადამიანს. 10 ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლის მოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.

რწმენის ბრძოლა

11 შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს. 12 იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, ჩაეჭიდე საუკუნო სიცოცხლეს, რომლისთვისაც მოწოდებული ხარ, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე. 13 ყოვლისმაცოცხლებელი ღმერთისა და, პონტოელი პილატეს დროს კეთილი აღსარების დამმოწმებლის, ქრისტე იესოს წინაშე 14 დამიკისრებია შენთვის, დაიცვა მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ, ვიდრე ჩვენი უფალი იესო ქრისტე გამოჩნდებოდეს, 15 რასაც თავის ჟამზე გვახილვინებს ნეტარი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი, 16 ერთადერთი, რომელსაც უპყრია უკვდავება, მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა. მას პატივი და საუკუნო მეუფება. ამინ.
   17 ამ საუკუნის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად, 18 რომ იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი. 19 დაიუნჯონ საუნჯე მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს.
20 ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე უწმიდურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს, 21 ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ. მადლი შენთან. ამინ.

თავი მეხუთე                                                                    პავლე მოციქულის მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ

COMMENTS