4 მეფეთა 19:14-16
გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულებს, წაიკითხა და ავიდა უფლის სახლში. უფლის წინაშე გაშალა ხიზკიაჰუმ წერილი. ილოცა ხიზკიაჰუმ უფლის წინაშე და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბებზე მჯდომო! შენ ხარ დედამიწის ყველა სამეფოს ერთადერთი ღმერთი! შენ შეჰქმენი ცა და მიწა! ყური მომაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და დაინახე; ისმინე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღმერთის სალანძღავად რომ გამოუგზავნია კაცები.
ესაია 37:21-24
გაგზავნა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუსთან სათქმელად, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი, იმის პასუხად, რასაც სანხერიბზე, აშურის მეფეზე ევედრებოდი. ესაა სიტყვა, რომელიც წარმოსთქვა უფალმა მასზე: „აბუჩად აიგდო, დასცინა ქალწულს, სიონის ასულს! თავს იქნევდა იერუსალიმის ასულის უკან. ვის ძრახავდი და ვის ლანძღავდი? ვისზე აიმაღლე ხმა და ვის დაადგი თვალი? ისრაელის წმიდას! შენი მონების პირით ძრახავდი უფალს და ამბობდი, მთათა სიმაღლეზე ავედი ჩემი მრავალი ეტლით, ლიბანის კალთებზე; გავჩეხავ მის მაღალ კედრებს, მის ნარჩევ კვიპაროსებს და მივაღწევ მისი სიმაღლის ბოლომდე, მის ნაყოფიერ ტყემდე.
ებრაელთა 10:29
როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა, წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს?
ფსალმუნები 68:7-9
რადგან შენთვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე. გარიყული გავხდი ჩემი ძმებისთვის და უცხო – დედაჩემის შვილთათვის. რადგან შენი სახლის მოშურნეობამ დამღრღნა და შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა თავს.
იერემია 20:7-8
შენ დამიყოლიე, უფალო, და დაგყევი; შენ ძლიერი ხარ და მძლიე; მთელი დღე დამცინიან, ყველა მე დამცინის. რადგან, როგორც კი ავლაპარაკდები, ხმამაღლა ვღაღადებ: ძალადობა და ნგრევაა-მეთქი! ამის გამოა, რომ უფლის სიტყვა დამცირებად და დაცინვად გადამექცა ყოველდღე.
რომაელთა 15:3
ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე”.
ებრაელთა 12:12-13
ამიტომ იესოც, იმისთვის, რომ ხალხი თავისი სისხლით განეწმიდა, კარიბჭის გარეთ იტანჯა. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა;
ფსალმუნები 73:18
უფალო, გაიხსენე: როგორ გალანძღა მტერმა და უგუნურმა ხალხმა ჰგმო შენი სახელი.
ფსალმუნები 9:23
რადგან თავისი გულის ავხორცობით ტრაბახობს ბოროტი, ანგარების მოყვარული კი წყევლის და უარყოფს უფალს.
ლუკას 18:31-33
წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: „აჰა, ავდივართ იერუსალიმში, სადაც აღსრულდება ყველაფერი, რაც დაიწერა წინასწარმეტყველთა მიერ ძე კაცისაზე. ვინაიდან წარმართებს გადაეცემა, გალანძღავენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ, აფურთხებენ, გაშოლტავენ, მოკლავენ და აღდგება მესამე დღეს”.
მათეს 26:67-68
მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, ზოგიერთები კი სილას აწნავდნენ. და ეუბნებოდნენ: „გვიწინასწარმეტყველე ქრისტევ, ვინ დაგარტყა?”
მარკოზის 14:65
ზოგიერთებმა ფურთხება დაუწყეს, თვალები აუხვიეს, სცემდნენ და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო. მსახურნი კი სახეში ურტყამდნენ.
ლუკას 23:35-39
იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ქრისტეა, ღმერთის რჩეული!” ჯარისკაცებიც დასცინოდნენ, მიდიოდნენ და ძმარს სთავაზობდნენ; და ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი”. მის ზემოთ ბერძნული, რომაული და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა იყო: „ეს არის იუდეველთა მეფე”. ერთი ჩამოკიდებული ავაზაკი გმობდა მას: „განა ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც”.
იოანეს 8:48-49
მაშინ იუდევლებმა უთხრეს: „განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?” მიუგო იესომ: „ჩემში ეშმაკი არ არის; მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე.
1 პეტრეს 2:13
რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;
იერემია 51:51
შერცხვენილნი ვართ, რადგან ვისმინეთ ლანძღვა; სირცხვილმა დაფარა ჩვენი სახე, ვინაიდან უცხონი შევიდნენ უფლის სახლის საწმიდარში.
1 მეფეთა 17:26
ჰკითხა მასთან მდგომ კაცებს დავითმა: „რა ბედი ელის მას, ვინც მოკლავს ამ ფილისტიმელს და სირცხვილს მობანს ისრაელს? ვინაა ეს წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, რომ ცოცხალი ღმერთის მხედრობას ლანძღავს?!”
ეზეკიელი 21:28-32
შენ კი, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონის ძეებზე და მათ შერცხვენაზე. თქვი: მახვილი, მახვილია გაშიშვლებული ჩასახოცად, გაპრიალებულია შესამუსრად, რომ ელვასავით იყოს. ყალბ ხილვებს ხედავენ შენთვის და ტყუილს მკითხაობენ, რათა დახოცილ ბოროტეულთა კისერზე დაგდონ, რომელთაც დაუდგათ დღე, რომ ბოლო მოეღოს დანაშაულს. ჩააგე ქარქაშში; შენი გაჩენის ადგილას, შენი შობის ქვეყანაში გაგასამართლებ. ჩემს რისხვას გადმოვღვრი და ჩემი წყრომის ცეცხლს დავბერავ შენზე; ხელთ მიგცემ ხალხს, მძვინვარესა და მკვლელობაში დახელოვნებულს. ცეცხლის შესაჭმელი გახდები, შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში დაგუბდება და არავინ გაგიხსენებს, რადგან მე უფალმა ვილაპარაკე”.
სოფონია 2:8-10
მესმოდა ლანძღვა მოაბისა და გინება ყამონის ძეთა, ჩემს ხალხს რომ შეურაცხყოფდნენ და ტრაბახობდნენ მათ საზღვრებთან. ამიტომ, ცოცხალიმც ვარ! – ამბობს ცაბაოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა – სამარადისოდ სოდომს დაემსგავსება მოაბი და გომორას – ამონის ძენი. ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოსა და უკაცრიელ მიწას. ჩემი ხალხის ნატამალი გაძარცვავს მათ და დაეპატრონება მათ მიწას. ამას მიიღებენ ქედმაღლობის წილ, რადგან აგინებდნენ და ქედმაღლობდნენ ცაბაოთ უფლის ხალხზე.
2 მეფეთა 10:1-5
მოკვდა ამ ამბების შემდეგ ყამონელთა მეფე და მისი ძე, ხანუნი გამეფდა მის ნაცვლად. თქვა დავითმა: „კეთილად მოვექცევი ხანუნს, ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მომექცა კეთილად”. სამძიმარზე გაუგზავნა დავითმა თავისი მსახურნი მამამისის გამო; და მივიდა დავითის ხალხი ყამონის ძეთა ქვეყანაში. უთხრეს ყამონელთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: „რას ფიქრობ, ნუთუ მამაშენის პატივსაცემად გამოგზავნა დავითმა ნუგეშისმცემელნი? განა ქალაქის დასათვალიერებლად და დასაზვერად არა? აჰა, მის ასაოხრებლად გამოგიგზავნა დავითმა თავისი მსახურები”. ადგა ხანუნი და მოპარსა დავითის კაცებს ნახევარი წვერი, დუნდულებამდე შემოაჭრა სამოსელი და გაუშვა. შეატყობინეს დავითს და გაგზავნა მათ შესაგებებლად, რადგან ძლიერ იყვნენ ეს კაცები შეურაცხყოფილნი. უთხრა მათ მეფემ: „დარჩით იერიხოში, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით”.
ნეემია 4:1-5
როცა გაიგო სანბალატმა, რომ კედელს ვაშენებთ, გაბრაზდა, ძალიან განრისხდა და დაცინვა დაუწყო იუდაელებს. თავისი ძმებისა და სამარიის ლაშქრის წინაშე თქვა: „რას აკეთებენ ეს უსუსური იუდაელები? ნუთუ ამის უფლებას მისცემენ? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოათავებენ სამუშაოს? ნუთუ შეძლებენ ქვების აღდგენას დანაცრებული ნანგრევებიდან?” მის გვერდით მდგომმა ყამონელმა ტობიამ კი მიუგო: „მელაც რომ მიადგეს, ისიც კი დაანგრევს მათ მიერ აშენებულ ქვის კედელს!” ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან მოგვიძულეს, მათი დაცინვა მათვე მიუბრუნე და ნადავლად აქციე ისინი თავისი ტყვეობის ქვეყანაში! ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და შენ წინაშე ნუ წაიშლება მათი ცოდვა, რადგან შეურაცხყოფდნენ მშენებლებს.
იაკობის 2:1-7
ჩემო ძმებო, მიკერძოება ნუ გექნებათ ჩვენი დიდების უფლის, იესო ქრისტეს რწმენაში. რადგან თუ შემოვა თქვენს სინაგოგაში ოქროსბეჭდიანი, ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი კაცი და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით, აქ დაბრძანდითო კარგად, ღარიბს კი ეტყვით, შენ მანდ იდექი, ანდა, აქ დაჯექი, ჩემს ფერხთითო. განა ამით არ განარჩევთ თქვენში და ბოროტი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ? ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო: განა ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც მის მოყვარულებს აღუთქვა? თქვენ კი უპატიოდ ჰყავით ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
1 პეტრეს 4:14
თუ ქრისტეს სახელისთვის გაილანძღებით, ნეტარნი ხართ, ვინაიდან დიდების სული – ღმერთის სული – ეშვება თქვენზე, მათით იგმობა, თქვენით კი დიდდება.
ფსალმუნები 54:12-14
ვინაიდან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე – მას დავემალებოდი; არამედ შენ, ჩემი სწორი, მეგობარი და ახლობელი ჩემი, ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად და ღვთის სახლში დავდიოდით ხალხთან ერთად.
იობი 19:1-3
მიუგო იობმა და თქვა: „როდემდე უნდა მიტანჯავდეთ სულს და მგვემდეთ სიტყვებით? უკვე ათჯერ შეურაცხმყავით, არ თაკილობთ ჩემს შევიწროებას;
ფსალმუნები 108:21-25
შენ კი უფალო, ღმერთო ჩემო, წყალობით მომექეცი შენი სახელის გამო, გადამარჩინე, ვინაიდან კარგია შენი სიკეთე; რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ და განგმირული მაქვს გული. გადახრილი ჩრდილივით ვქრები, კალიასავით ვარ ჩამობერტყილი. მარხვისგან მუხლები დამიუძლურდა, ზეზეურად ჩამოვხმი. მათი სალანძღავი გავხდი, ჩემს დანახვაზე თავს იქნევდნენ.
გოდება იერემიასი 3:55-63
შენს სახელს მოვუხმე, უფალო, ღრმა დილეგიდან. შეისმინე ჩემი ხმა, ნუ მოარიდებ ყურს ჩემს ღაღადს, ჩემს ვედრებას. შენ მომიახლოვდი იმ დღეს, როცა მოგიხმე; მითხარი: „ნუ გეშინია”. შენ იცავდი, უფალო, ჩემი სულის საქმეს, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე. შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, ო, უფალო, განიკითხე ჩემი საქმე. შენ დაინახე მთელი მათი შურისძიება, ყოველი მათი განზრახვა ჩემს წინააღმდეგ! შენ გაიგონე მათი ლანძღვა, ო, უფალო, ყოველი მათი მზაკვრული ზრახვა ჩემს წინააღმდეგ. ჩემზე თავდამსხმელთა ბაგენი და ფიქრნი ჩემს წინააღმდეგაა ყოველდღე. შეხედე მათ დაჯდომას და მათ ადგომას, დამცინიან თავიანთ სიმღერებში.
1 თესალონიკელთა 2:2
მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და შეურაცხყოფილებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გაგვეცხადებინა ღმერთის სახარება დიდი ბრძოლით.
გამოცხადება 2:9
ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავის თავზე ამბობენ, იუდეველები ვართო, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.
იგავნი 9:7
მქირდავის დამრიგებელი დამცირებას იღებს, ბოროტეულის მამხილებელი – შეურაცხყოფას.
იგავნი 22:10
გააგდე დამცინავი და დავაც თან გაჰყვება, ჩხუბსაც და დავიდარაბასაც ბოლო მოეღება.
მათეს 5:39
მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
ლუკას 6:27-29
ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის. ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე; ვინც სამოსელს წაგართმევს, მოსასხამიც გაატანე.
1 პეტრეს 3:9
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
მათეს 5:11-12
ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
ლუკას 6:22-23
ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო. იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
საქმეები 5:41
ისინი კი სინედრიონიდან გამოსულნი ხარობდნენ, რომ იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.
2 კორინთელთა 12:10
ამიტომ ვხარობ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისთვის; ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი!
ებრაელთა 10:32-34
გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა სინათლე მოგეფინათ და მრავალი ტანჯვა დაითმინეთ. ერთი მხრივ, შეურაცხყოფასა და ჭირში იყავით სხვათა სასეიროდ ქცეული, მეორე მხრივ კი მათ თანაუგრძნობდით, ვისაც იგივე დაემართა. ვინაიდან ჩემს ბორკილებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რაკი იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ზეცაში.