იოანე მოციქულის გამოცხადება
უწყება ეფესოს ეკლესიას
უწყება სმირნის ეკლესიას
8 „სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა: 9 ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა შენ მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავს იუდეველებად უხმობენ, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან. 10 ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს. 11 ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან.
უწყება პერგამოს ეკლესიას
12 „პერგამოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც ორლესული მახვილი აქვს: 13 ვიცი, რომ იქ ცხოვრობ, სადაც სატანის ტახტია და რომ გიჭირავს ჩემი სახელი და არ უარყავი ჩემი რწმენა ჩემი ერთგული მოწამის, ანტიპას დღეებშიც კი, რომელიც მოკლეს თქვენს შორის, სადაც სატანა სახლობს. 14 მაგრამ მცირე რამ მაქვს შენს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არიან იქ შენთან, რომლებიც მისდევენ ბილყამის მოძღვრებას, რომელმაც ასწავლა ბალაკს და აცდუნა ისრაელიანები, რათა ეჭამათ ნაკერპავი და ემეძავათ. 15 ასევე იმყოფებიან შენთან, რომლებიც მისდევენ ნიკოლაელთა მოძღვრებას, რომელიც მე მძულს. 16 მაშ, მოინანიე, თუ არა და, მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით. 17 ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს მივცემ გადანახული მანანისაგან და მივცემ მის თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა.
უწყება თიატირის ეკლესიას
18 „თიატირას ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს ძე ღვთისა, რომლის თვალები ცეცხლის ალს წააგავს და ფეხები მისი ელვარე სპილენძივითაა: 19 ვიცი შენი საქმენი და სიყვარული, შენი რწმენა და მსახურება, შენი მოთმინება და რომ შენი უკანასკნელი საქმეები წინანდელზე მეტია. 20 მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ შენს დედაკაცს იეზაბელს, რომელიც თავს წინასწარმეტყველად უხმობს, ასწავლის და აცდენს ჩემს მსახურთ, რომ იმეძაონ და ნაკერპავი ჭამონ. 21 მე მივეცი მას დრო, რომ მოენანიებინა, მაგრამ არ სურს მოინანიოს თავისი მეძაობა. 22 აჰა, მე დავაგდებ მას სარეცელზე, ხოლო მათ, ვინც მასთან ერთად მეძაობდნენ, დიდ გასაჭირში ჩავყრი, თუ არ მოინანიებენ თავიანთ საქმეებს. 23 სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებს და გულს, და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ. 24 ხოლო დანარჩენებს, რომლებიც თიატირაში იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ იცის სატანის სიღრმეები, როგორც ისინი ამბობენ, არ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს. 25 რაც გაქვთ, მხოლოდ ის გეჭიროთ, ვიდრე მოვიდოდე. 26 ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მას მივცემ ხელმწიფებას წარმართებზე, – 27 დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან, როგორც თიხის ჭურჭელი, – ისევე, როგორც მე მივიღე ჩემი მამისაგან. 28 და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს. 29 ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
თავი პირველი თავი მესამე