Homeბიბლიაახალი აღთქმა

1 პეტრეს 4

ახალი აღთქმა
პეტრე მოციქულის პირველი წერილი
ღვთის მადლის კეთილი მნეები

41 რაკი ქრისტე ჩვენთვის იტანჯა ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან, ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა. რათა ხორცში დარჩენილი დრო განვლოთ არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღვთის ნებით. რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში იქცეოდით წარმართა ნებისამებრ, როცა ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და საძაგელ კერპთაყვანისმცემლობაში. ამის გამო  უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად არ მისდევთ იმ უზომო გარყვნილებას, და გგმობენ. ისინი პასუხს აგებენ იმის წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს. რადგან იმიტომ ეხარათ მკვდართაც, რომ კაცთა კვალზე ხორცში განკითხულებმა ღვთის კვალზე სულში იცოცხლონ.
   7 მაგრამ ყველაფერს აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი ლოცვაში. უპირველეს ყოფილსა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს. იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე. 10 თითოეული ერთმანეთს იმ ნიჭით ემსახურეთ, რაც მიგიღიათ, როგორც ღვთის მრავალგვარი მადლის კეთილმა მნეებმა. 11 თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით. თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება და ძალი უკუნით უკუნისამდე. ამინ.

ქრისტიანის ტანჯვა

12 საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ დაგმართოდეთ. 13 არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას. 14 თუ გაგლანძღავენ ქრისტეს სახელისათვის, ნეტარნი ხართ, რადგან სული დიდებისა, სული ღვთისა თქვენზე ივანებს. მათით იგმობა, თქვენით კი იდიდება. 15 ოღონდ არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს. 16 ხოლო თუ ვინმე იტანჯება, როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.  17 რადგან დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა, და, თუ პირველად ჩვენგან დაიწყება, რაღა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩებს? 18 თუ მართალი ძლივს გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება? 19 ამიტომ ტანჯულებმაც ღვთის ნებისამებრ, თავიანთი სულები მიანდონ ჭეშმარიტ გამჩენს სიკეთის ქმნაში.

 

თავი მესამე                                                                                                                                             თავი მეხუთე

COMMENTS