პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ
ხილვები და გამოცხადებანი
პავლეს წუხილი კორინთელთა ეკლესიის გამო
11 უგუნური შევიქენი, რაკი ვიკვეხნი. თქვენ მაიძულეთ, თქვენ გევალებოდათ ჩემი ქება, ვინაიდან არაფრით ვარ აღმატებული მოციქულებზე ნაკლები, თუმცა არაფერი ვარ. 12 მოციქულის ნიშნები ამოქმედდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებით და ძალებით. 13 ვინაიდან რა გაკლიათ სხვა ეკლესიებთან შედარებით, გარდა იმისა, რომ მე არ დაგაწექით მძიმე ტვირთად? მაპატიეთ ეს დანაშაული. 14 აჰა, მე მზად ვარ მესამედ მოვიდე თქვენთან და არ დაგაწვებით მძიმე ტვირთად, ვინაიდან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას. რადგან შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები შვილებისათვის. 15 ხოლო მე ხალისით დავიხარჯები და გამოვიფიტები თქვენი სულებისათვის, თუმცა მიუხედავად ჩემი თქვენდამი დიდი სიყვარულისა, ნაკლებად გიყვარვართ. 16 მაგრამ თუ ასეა და მე არ დაგიმძიმდით თქვენ, იქნებ, როგორც მატყუარამ, მზაკვრობით წარგიტაცეთ? 17 ან ვეძიებდი ანგარებას ვინმეს მეშვეობით, რომელიც თქვენთან გამოვგზავნე? 18 მე ვთხოვე ტიტეს და მასთან ერთად გამოვგზავნე ერთ-ერთი ძმა: განა გამოგიყენათ თქვენ ტიტემ? ერთ სულით არ დავდიოდით? ერთი გზით არ დავდიოდით?
19 კიდევ ხომ არ ფიქრობთ, რომ თავს ვიმართლებდით თქვენთან? ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს აღსაშენებლადაა. 20 ვინაიდან ვშიშობ, რომ, როცა მოვალ, გიპოვით თქვენ არა ისეთებს, როგორც მე მსურს, და თქვენც მიპოვით ისეთს, როგორც არ გსურთ, რათა არ იყოს თქვენში შუღლი, შური, მძვინვარება, დავიდარაბა, ცილისწამება, ენატანიობა, გულზვაობა და შფოთი. 21 რათა, როცა კვლავ მოვალ, არ დამამდაბლოს ჩემმა ღმერთმა თქვენთან არ და არ ვიგლოვო მრავალნი, რომელთაც ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს უწმიდურება, სიძვა და გარყვნილება, რასაც სჩადიოდნენ.
თავი მეთერთმეტე თავი მეცამეტე