იოანეს 6:63-65
სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა; სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე. მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ”. რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. უთხრა: „ამიტომ გეუბნებოდით, რომ არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული”.
ეფესელთა 2:8-9
ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს,
მათეს 16:15-17
ჰკითხა მათ: „თქვენ რას ამბობთ, ვინა ვარ?” სიმონ-პეტრემ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”. იესომ პასუხად უთხრა: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია.
მარკოზის 9:24
ბავშვის მამამ იმწამსვე შესძახა ცრემლმორეულმა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას”.
ლუკას 17:5
უთხრეს უფალს მოციქულებმა: „მოგვიმატე რწმენა”.
საქმეები 3:16
მისი სახელის რწმენით, ეს კაცი, რომელსაც ხედავთ და იცნობთ, გაამაგრა მისმა სახელმა და იესოს რწმენამ დააყენა იგი ფეხზე ყველა თქვენგანის თვალწინ.
საქმეები 14:27
ჩავიდნენ, შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რა მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს.
საქმეები 18:27
ხოლო აქაიაში წასვლა რომ განიზრახა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს მასპინძლობა გაეწიათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მათ, ვინც ირწმუნა მადლის მეშვეობით.
რომაელთა 12:3
ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, იმ რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს.
1 კორინთელთა 4:7
რადგან ვინ განგასხვავებს? ან რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?
1 კორინთელთა 12:8-9
ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით; სხვას რწმენა – იმავე სულით და ზოგს – განკურნების ნიჭები იმავე სულით;
ფილიპელთა 1:29
ვინაიდან ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ტანჯვაც მისთვის,
იაკობის 2:5
ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო: განა ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც მის მოყვარულებს აღუთქვა?
ებრაელთა 11:29-30
რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ. რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
საქმეები 27:23-25
რადგან წუხელ იმ ღმერთის ანგელოზი გამომეცხადა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები, და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით. ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა:
იოანეს 2:22
როცა აღდგა მკვდრეთით, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და ირწმუნეს წერილი და იესოს ნათქვამი სიტყვა.
იოანეს 20:30-31
მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში.
2 ტიმოთეს 3:15
რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით,
რომაელთა 10:14-17
მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!” მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ამბობს ესაია: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?” ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.
ესაია 52:7
რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარებლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარებლისა და ხსნის გამომცხადებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!”
ესაია 53:1
ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი და ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა?
იოანეს 1:7
იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ და ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.
იოანეს 4:41-42
კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო. იმ დედაკაცს კი უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი”.
იოანეს 17:20
მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს.
საქმეები 11:19-21
სტეფანეს გამო დაწყებული დევნით დაფანტულები, ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე მივიდნენ; თუმცა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას, იუდეველთა გარდა. თუმცა ზოგიერთი კვიპროსელთაგან და კვირინელთაგან, ანტიოქიაში მისვლისას გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ახარებდა უფალ იესოს. უფლის ხელი იყო მათთან, ძალიან ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისკენ.
1 კორინთელთა 2:4-5
ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოვლინებით, რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.
იოანეს 9:35-38
იესომ გაიგო, რომ გარეთ გამოაგდეს იგი, მონახა და ჰკითხა: „გწამს ძე კაცისა?” მან უთხრა: „ვინ არის ის, უფალო, რომ ვიწამო?” იესომ უთხრა: „შენ გინახავს იგი და ვინც გელაპარაკება, ის არის”. უპასუხა: „მწამს, უფალო” და თაყვანი სცა მას.
იოანეს 20:26-28
ვა დღის შემდეგ კვლავ შინ იყვნენ მოწაფენი; თომაც მათთან ერთად იყო. კარჩაკეტილში მოვიდა იესო, შუაში დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა”. შემდეგ თომას უთხრა: „გამოიწოდე შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. გამოიწოდე შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ!” მიუგო თომამ და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”
იოანეს 14:11
მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.
იოანეს 2:11
ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება; და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა.
იოანეს 4:53
მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.
საქმეები 9:42
ეს ცნობილი გახდა მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი.
ფსალმუნები 45:1-3
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს. ამიტომ არ შეგვეშინდება, სახეც რომ იცვალოს დედამიწამ, მთებიც რომ ჩაცვივდნენ ზღვათა შუაგულში. თუნდაც ახმაურდნენ და აბობოქრდნენ წყლები, მთებიც რომ შეიძრნენ მათი მღელვარებისგან.
გოდება იერემიასი 3:19-24
გაიხსენე, უფალო, ჩემი უბედურება, ტანჯვა, აბზინდა და სიმწარე. დიახ, იხსენებს და დაღონებულია ჩემში სული, მაგრამ ამას გავიხსენებ გულში და ამიტომ ვიმედოვნებ, რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა. განახლდება ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება. ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომ მაქვს მისი იმედი.
ნაუმი 1:7
კეთილია უფალი, თავშესაფარია გაჭირვების დღეს, ცნობს მასზე მინდობილებს.
საქმეები 2:25-26
ვინაიდან დავითიც ამბობს მასზე: ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რომ არ შევდრკე. ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ამღერდა ჩემი ენა, ჩემი სხეულიც კი იმედში განისვენებს.
1 მეფეთა 17:34-37
მიუგო დავითმა: „მწყემსავდა შენი მსახური თავის მამის ცხვარს და როცა ლომი ან დათვი დაგვეცემოდა და ფარიდან კრავს გაიტაცებდა, უკან მივდევდი, ვკლავდი და პირიდან ვგლეჯდი კრავს. ხოლო თუ ჩემზე გამოიწევდა, ფაფარში ჩავავლებდი ხელს და იქვე ვკლავდი. ორივე მოუკლავს შენს მსახურს, ლომიც და დათვიც; ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღმერთის მხედრობა გალანძღა”. თქვა დავითმა: „უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო საულმა დავითს: „წადი და უფალი იყოს შენთან”.
მსგავსი თემები:
რწმენა რწმენა, როგორც გადარჩენის საფუძველი რწმენის აუცილებლობა
რწმენის გამოცდა რწმენის გმირები რწმენის მაგალითები რწმენის ობიექტი