რწმენის მაგალითები ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 11:4
რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.

ებრაელთა 11:5
რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.

ებრაელთა 11:7
რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.

რომაელთა 4:18
რომელიც უიმედობაში ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია: „ასე იქნება შენი თესლი”.

ებრაელთა 11:8
რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.

ებრაელთა 11:20-22
რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის. რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს. რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.

ებრაელთა 11:24
რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.

ებრაელთა 11:31
რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.

რიცხვნი 14:24
მხოლოდ ხალებს, ჩემს მსახურს, მივიყვან იმ ქვეყანაში, რომელიც ნახა, რადგან სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მომყვებოდა; მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.

იობი 13:15
აჰა, მკლავს, მაგრამ მაინც მას მივენდობი, და მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე;

იობი 19:25
მე კი ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი და საბოლოოდ აღდგება დედამიწაზე;

ფსალმუნები 13:5
მე კი შენი წყალობის იმედი მაქვს, შენმიერი ხსნით იხარებს ჩემი გული;

ფსალმუნები 21:4
შენ გენდობოდნენ ჩვენი მამები, გენდობოდნენ და იხსენი კიდეც.

ფსალმუნები 30:14
მე კი შენი იმედი მაქვს, უფალო, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი.

ფსალმუნები 51:8
მე კი – ღმერთის სახლში ამწვანებულ ზეთისხილის ხესავით ვარ, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.

დანიელი 3:16-18
მიუგეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: „არ გვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს!”

დანიელი 6:7-10
მოითათბირა ყველა მთავარმა, სამეფოს გამგებელმა და სატრაპმა, მრჩეველმა და მმართველმა, რათა გამოიცეს სამეფო წესი და მტკიცე ბრძანება, რომ თუკი ოცდაათი დღის განმავლობაში ვინმე რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენ გარდა, მეფევ, რაიმე თხოვნით მიმართავდა, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული. ახლა კი, მეფევ, დაადასტურე ეს ბრძანება და დაბეჭდე წერილი, რომ არ შეიცვალოს, როგორც მიდიელთა და სპარსთა კანონი, რომელიც არ გაუქმდება!” და ხელი მოაწერა მეფე დარიოსმა აკრძალვის წერილს, ყოველივე ამის შემდეგ. როცა შეიტყო დანიელმა რომ ასეთი წერილი დაიბეჭდა, ავიდა თავის სახლში, რომელსაც ღია სარკმლები ჰქონდა იერუსალიმისკენ, ზედა ოთახში, სადაც დღეში სამჯერ იყრიდა მუხლს, ლოცულობდა და მადლობას სწირავდა თავის ღმერთს, როგორც ამას ადრეც აკეთებდა.

მათეს 16:16
სიმონ-პეტრემ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.

ებრაელთა 11:13
რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.

ლუკას 7:36
ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა, მასთან ეჭამა პური; შევიდა იმ ფარისევლის სახლში და სუფრას მიუჯდა.

იოანეს 4:39
იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.

იოანეს 11:25
იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს!

იოანეს 6:67
უთხრა თორმეტს იესომ: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?”

საქმეები 6:7
ვრცელდებოდა ღმერთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში; მღვდელთაგანიც ბევრი დაემორჩილა რწმენას.

რომაელთა 1:7
ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით”.

2 ტიმოთეს 4:7
კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.


მსგავსი თემები:

მაგალითების დანიშნულება     კარგი მაგალითები      სულში ცხოვრების მაგალითები     შურიანობის მაგალითები      მოთმინების მაგალითები      მიძღვნის მაგალითები      გამბედაობის მაგალითები
თანაგრძნობის მაგალითები      მექრთამეობის მაგალითები      გამხნევების მაგალითები
გულმოდგინების მაგალითები      ღვთიური დაცვის მაგალითები       აშენების მაგალითები