Homeბიბლიაახალი აღთქმა

იოანეს 2

ახალი აღთქმა
იოანეს სახარება
ქორწილი კანაში

21 მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს დედაც იქ იყო. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. და როცა ღვინო შემოაკლდათ, ეუბნება იესოს დედამისი: ,,ღვინო აღარა აქვთ.“ 4 ეუბნება მას იესო: ,,რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი არ დამდგარა.“ ეუბნება დედამისი მსახურებს: ,,გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.“ იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმედისათვის. თითოში ორი თუ სამი საწყაული ჩადიოდა. ეუბნება მათ იესო: ,,დაავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები.“ და მათაც დაასვეს პირთამდე. და ეუბნება მათ: ,,ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!“ და მიართვეს. როცა სუფრის გამრიგემ გემო უნახა ღვინოდ ქცეულ წყალს (არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს 10 და ეუბნება მას: ,,ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს.“ 11 ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა. 12 ამის შემდეგ ჩავიდნენ კაპერნაუმს ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები. და იქ დარჩნენ რამდენიმე დღეს.

ტაძრის განწმედა

13 ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. 14 ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე მეკერმენი. 15 გააკეთა საბლის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, კერმის გადამცვლელებს კერმა დაუბნია და დახლები აუყირავა. 16 მტრედების გამყიდველებს უთხრა: ,,გაიყვანეთ ესენი აქედან და ჩემი მამის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად.“ 17 გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: ,,შენი სახლის შური შემჭამს მე.“ 18 მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: ,,რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“ 19 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.“ 20 უთხრეს იუდეველებმა: ,,ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ 21 ის კი თავის სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. 22 როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ თქვა.

იესო ყველას იცნობს

23 ხოლო, როცა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი. 24 თვითონ იესო არ ენდობოდა მათ, ვინაიდან ყველას იცნობდა. 25 არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა კაცის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო კაცში.

თავი პირველი                                                                                                                                          თავი მესამე

COMMENTS