ებრაელთა 11:5
რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
ებრაელთა 11:7
რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
ებრაელთა 11:8
რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
ებრაელთა 11:9
რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან – იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
ებრაელთა 11:11
სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
ებრაელთა 11:13
რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან დაინახეს იგი, ერწმუნენ მას და ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ „უცხონი და ხიზნები არიან დედამიწაზე.“
ებრაელთა 11:17
რწმენით მიჰყავდა აბრაამს სამსხვერპლოდ ისააკი, როცა გამოიცადა და, აღთქმათა მიმღებელი, მხოლოდშობილს სწირავდა,
ებრაელთა 11:20
რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის.
ებრაელთა 11:21
რწმენით აკურთხა სათითაოდ იაკობმა იოსების ძენი და თაყვანი სცა ღმერთს თავის კვერთხს დაყრდნობილმა.
ებრაელთა 11:22
რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების შესახებ.
ებრაელთა 11:23
რწმენით მალავდნენ მოსეს მისი მშობლები დაბადებიდან სამ თვეს, ვინაიდან ხედავდნენ, რომ ბავშვი კარგი იყო, და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას.
ებრაელთა 11:24
რწმენით უარი თქვა მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო.
ებრაელთა 11:27
რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
ებრაელთა 11:28
რწმენით მოაწყო პასექი და სისხლის პკურება, რათა არ გაკარებოდა შემმუსვრელი მათ პირმშოებს.
ებრაელთა 11:29
რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
ებრაელთა 11:30
რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
ებრაელთა 11:31
რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
ებრაელთა 11:32-37
კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო, რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს, ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ. ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.
მსგავსი თემები:
რწმენა რწმენა, როგორც გადარჩენის საფუძველი რწმენის აუცილებლობა
რწმენის გამოცდა რწმენის მაგალითები რწმენის ობიექტი რწმენის საწყისები