ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ
უკანასკნელი დღეების ადამიანები
ბოლო დავალება ტიმოთეს
10 შენ კი მომყევი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, ჭეშმარიტებაში, დიდსულოვნებაში, სიყვარულში, მოთმინებაში, 11 დევნებში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა მე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში. რა დევნანი არ გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისაგან მიხსნა უფალმა. 12 და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება. 13 ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან. 14 შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია. 15 რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენით. 16 მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. 17 რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.
COMMENTS