Homeბიბლიაახალი აღთქმა

იოანეს 9

ახალი აღთქმა          
იოანეს სახარება
ბრმადშობილის განკურნება 

91 მიმავალმა დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. და შეეკითხნენ მოწაფეები: ,,რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“ მიუგო იესომ: ,,არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში. ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა. მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას. 5 სანამ სოფელში ვარ, სოფლის ნათელი ვარ.“ ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას.

იესო — მწყემსი კეთილი

7 უთხრა მას: ,,წადი და მოიბანე შილოახის საბანელში“ (რაც ნიშნავს, მოვლინებულს). წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: ,,ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“ ერთნი ამბობდნენ: ეს სწორედ ისააო. სხვებმა თქვეს: არა, მაგრამ იმასა ჰგავსო. მან კი თქვა: მე ვარო. 10 მაშინ უთხრეს მას: ,,როგორ აგეხილა თვალები?“ 11 მიუგო მან: ,,კაცმა, იესო რომ ჰქვია, მოზილა ტალახი, წამისვა თვალებზე და მითხრა: ‘წადი შილოახს და მოიბანე.’ წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები.“ 12 და უთხრეს მას: ,,სადაა იგი?“ ამბობს: ,,არ ვიცი.“

ფარისეველნი იძიებენ განკურნების ამბავს

13 მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, წინათ რომ ბრმა იყო. 14 შაბათი იყო ის დღე, იესომ რომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა. 15 კვლავ ჰკითხეს მას ფარისევლებმაც, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: ,,ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.“ 16 თქვეს ზოგიერთებმა ფარისეველთაგან: ,,ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რაკი შაბათს არ ინახავს.“ სხვებმა კი თქვეს: ,,როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ და იყო მათ შორის განხეთქილება. 17 კვლავ ეუბნებიან ბრმას: ,,შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?“ მან თქვა, რომ წინასწარმეტყველიაო იგი. 18 არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს. 19 და ჰკითხეს მათ: ,,ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“ 20 მიუგეს მისმა მშობლებმა და თქვეს: ,,ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა, 21 მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით. ხომ სრულწლოვანია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე.“ 22 ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რადგან ეშინოდათ იუდეველებისა. ვინაიდან უკვე შეთქმულიყვნენ იუდეველები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა ვინც მას ქრისტედ აღიარებდა. 23 ამიტომ უთხრეს მშობლებმა: სრულწლოვანია, მას ჰკითხეთო.
   24 მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო, და უთხრეს: ,,მიაგე დიდება ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი.“ 25 მიუგო მან: ,,არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ.“ 26 კვლავ უთხრეს მას: ,,რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?“ 27 მიუგო მათ: ,,მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?“ 28 მათ გალანძღეს იგი და თქვეს: ,,შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ. 29 ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ამაზე კი არაფერი ვიცით, საიდანაა იგი.“ 30 მიუგო კაცმა და უთხრა მათ: ,,საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მან კი თვალები ამიხილა. 31 ჩვენ კი ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ, ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს. 32 დასაბამიდან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს. 33 ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა. 34 მიუგეს და უთხრეს მას: ,,შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს იგი.

სულიერი სიბრმავე

35 გაიგო იესომ, რომ გარეთ გააგდეს იგი, მონახა და უთხრა მას: ,,შენ გწამს ძე კაცისა?“ 36 მიუგო მან და თქვა: ,,ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“ 37 უთხრა იესომ: ,,შენ გინახავს იგი და, ვინც შენ გელაპარაკება, ისაა.“ 38 მან თქვა: ,,მწამს, უფალო.“ და თაყვანი სცა მას. 39 და თქვა იესომ: განსაკითხავად მოვედი ამ სოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ.“
   40 გაიგონა მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა ეს და უთხრა მას: ,,ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“ 41 უთხრა მათ იესომ: ,,ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა გრჩებათ.“

თავი მერვე                                                                                                                                                თავი მეათე

COMMENTS