ბოროტი ლაპარაკი – ბიბლიური ციტატები

1 პეტრეს 2:1
ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა.

ტიტეს 1:10-11
ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან, რომლებსაც პირი უნდა აეკრათ: ისინი რყვნიან მთელ სახლებს, რადგან სამარცხვინო ანგარების გამო იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ.

ტიტეს 3:2
არავინ შეურაცხყონ, იყვნენ მშვიდობიანნი, მომთმენნი, მუდამ იჩენდნენ თვინიერებას ყველა ადამიანის მიმართ,

ფსალმუნები 9:27
წყევლით, თაღლითობითა და სიცრუითაა სავსე მისი პირი; სიმრუდე და ბოროტებაა მის ენაზე.

იაკობის 4:11
ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის დამძრახავი და განმკითხველი, რჯულს ძრახავს და რჯულს განიკითხავს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარ ხარ, არამედ განმკითხველი.

რომაელთა 3:13
მათი ხორხი ღია სამარეა; ენებით ცრუობენ; მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.

ეფესელთა 4:25
ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ.

ეფესელთა 4:29-31
არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი – საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ. ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის. ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

ეფესელთა 5:4
ასევე არ შეგფერით ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა, არამედ, პირიქით, მადლიერება,

იგავნი 6:16-19
ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება: ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები, ბოროტების მზრახველი გული, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები, ცრუ მოწმე, სიცრუის გამავრცელებელი და ძმათა შორის განხეთქილების მთესველი.

იგავნი 8:13
უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; მძულს სიამაყე, ქედმაღლობა, ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგე.

იგავნი 10:11
მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.

იგავნი 11:11
წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.

იგავნი 12:5
მართალთა ფიქრები სამართლისკენაა, ბოროტეულთა ზრახვები კი ვერაგობისკენ.

იგავნი 13:3
ვინც თავის ბაგეს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს; ბაგემორღვეულს კი განადგურება მოელის.

იგავნი 14:5
ჭეშმარიტი მოწმე არ იცრუებს, ცრუმოწმე კი ტყუილებს აფრქვევს.

იგავნი 15:1
მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.

იგავნი 16:27
უღირსი კაცი სიავეს განიზრახავს, მწველი ცეცხლივითაა მისი სიტყვები.

იგავნი 17:4
ბოროტმოქმედი უსამართლოს ბაგეს უსმენს, ცრუ ადამიანი დამანგრეველ ენას უგდებს ყურს.

იგავნი 18:8
ჭორის გამავრცელებლის სიტყვები ნუგბარივითაა, მუცლის სიღრმემდე აღწევენ.

იგავნი 19:1
უმწიკვლოდ მავალი ღარიბ-ღატაკი სჯობს ბაგემზაკვარსა და მდიდარს.

იგავნი 24:1-2
ბოროტი ადამიანების ნუ შეგშურდება და მათთან ყოფნას ნუ ისურვებ, რადგან ძალადობას განიზრახავს მათი გული და ბოროტებაზე ლაპარაკობენ მათი ბაგეები.

იგავნი 25:23
ჩრდილოეთის ქარს წვიმა მოაქვს, ფარულად მიტანილ ენას – მრისხანე სახე.

იგავნი 26:20-23
შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ჭორიკანას გარეშე დავა ჩაცხრება. როგორც ნახშირი ნაკვერჩხლისთვის და შეშა ცეცხლისთვის, ისეა შარიანი კაცი ჩხუბის გაჩაღებისთვის. ნუგბარივით გემრიელია ჭორიკანას სიტყვები, შიგნეულობამდე აღწევს. გაცეცხლებული ბაგეები და ბოროტი გული ისეა, როგორც წიდიანი ვერცხლით დაფარული თიხა.

ფსალმუნები 51:2-4
შენი ენა დაღუპვას იზრახავს, სამართებელივით გაქვს გალესილი – სიცრუეს თხზავს. სიკეთეზე მეტად გიყვარს ბოროტება, სიცრუე – სიმართლის თქმაზე მეტად. გიყვარს დამღუპველი სიტყვები, მზაკვარო ენავ;

ფსალმუნები 58:12
რადგან მათი პირის ცოდვა არის მათი სიტყვა, დაე, გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობით, ტყუილი ფიცისა და პირფერობისთვის,

ფსალმუნები 101:8
ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, აბუჩად მიგდებენ და სწყევლიან ჩემს სახელს.

ფსალმუნები 119
ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე უფალს და მიპასუხა. ვთქვი: უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისგან. რას მოგცემს და რას შეგძენს მზაკვარი ენა? მეომრის წამახულ ისარს, წნორნარის ნაკვერჩხლებთან ერთად. ვაი მე, რადგან ვხიზნობ მეშექში და კედარის კარვებში ვბინადრობ. დიდხანს ვცხოვრობდი მშვიდობის მოძულეებთან ერთად. მშვიდობა მსურს, მაგრამ, როცა დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.


მსგავსი თემები:

ბორიტი გულისთქმები      ცუდი ენა       წყევლა      ლაყბობა      ბოროტი სულები            ბოროტი დროები       ბოროტი გზები        ბოროტი გეგმები       ბოროტი გულები