ბოროტი სულები – ბიბლიური ციტატები

ლუკას 11:24-26
როცა ადამიანიდან არაწმიდა სული გამოვა, დადის უწყლო ადგილებში, მოსვენების საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს; მაშინ იტყვის: დავბრუნდებიო ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. მივა და იპოვის მას დაგვილსა და მოწესრიგებულს. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება”.

მარკოზის 16:9
კვირის პირველი დღის დილას, მკვდრეთით აღმდგარი პირველად მარიამ მაგდალელს ეჩვენა, რომლისგანაც ადრე შვიდი ეშმაკი განდევნა.

ლუკას 8:29-30
რადგან უბრძანა უწმიდურ სულს ამ კაცისგან გამოსულიყო – რადგან დიდ ხანს სტანჯავდა მას. აბამდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ წყვეტდა ბორკილებს და იდევნებოდა ეშმაკისგან უდაბურ ადგილებში. ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?“ მან უთხრა: „ლეგიონი.“ რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული.

ეფესელთა 6:10-12
დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.

1 იოანეს 4:1-3
საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში. ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის; ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.

1 მეფეთა 16:14
განშორდა საულს უფლის სული და აწვალებდა მას ბოროტი სული უფლისგან.

საქმეები 19:11-13
ღმერთი კი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით. ისე რომ, როცა ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ საბურველებსა და სარტყელებს ადებდნენ, ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან. ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდეველმაც იწყო უფალ იესოს სახელის ხსენება ავი სულებით შეპყრობილებზე; ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.

ლუკას 10:17-19
სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და ამბობდნენ: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან”. მან კი უთხრა მათ: „ვუყურებდი სატანას ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას გველთა, მორიელთა და მტრის ყოველგვარი ძალის დასათრგუნად; თქვენ კი არაფერი გევნებათ.

2 კორინთელთა 11:14
თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.

1 იოანეს 3:8
ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგანაა, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამიტომაც გამოჩნდა ძე ღვთისა, რომ დაენგრია ეშმაკის საქმენი.


მსგავსი თემები:

ბორიტი გულისთქმები      ბოროტი დროები       ბოროტი გზები        ბოროტი გეგმები       ბოროტი გულები       ბოროტი თვალები