მთავარითემები „ბ"ბოროტი გზები

ბოროტი გზები

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 14:12
    არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზაა.
  2. იგავნი 21:2
    კაცის ყველა გზა მართებულია მის თვალში, მაგრამ უფალი გულებს სწონის.
  3. ფსალმუნები 35:4
    უსამართლობას იზრახავს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგას, ბოროტებაზე უარს არ ამბობს.
  4. იგავნი 4:14-15
    ბოროტეულთა ბილიკს ნუ დაადგები და სიავის გზაზე ნუ ივლი. თავი აარიდე, ახლოსაც ნუ ჩაუვლი, გადაუხვიე და გაიარე.
  5. იგავნი 15:9
    უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.
  6. ესაია 55:7
    მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ – თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, – ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.
  7. იგავნი 1:15
    შვილო, ნუ ივლი მათ გზაზე, აარიდე ფეხი მათ გზასავალს,
  8. იობი 22:15
    ნუთუ იმ ძველ ბილიკს ადგახარ, ბოროტეულნი რომ დადიოდნენ,
  9. იერემია 18:15
    მაგრამ დამივიწყა ჩემმა ხალხმა, უსარგებლო კერპებს უკმევენ, თავიანთ გზაზე, უძველეს ბილიკზე წაბორძიკდნენ, რომ გაუკვალავი გზით ევლოთ,
  10. ფსალმუნები 34:6
    იყოს მათი გზა ბნელი და მოლიპული, უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ.
  11. ფსალმუნები 1:6
    რადგან უწყის უფალმა მართალთა გზა, უღმერთოთა გზა კი განადგურდება.
  12. ფსალმუნები 145:9
    უფალი იცავს ხიზნებს, ობოლსა და ქვრივს მხარში უდგას, ბოროტთა გზას კი ამრუდებს.
  13. იგავნი 13:15
    კეთილგონიერება წყალობას გაპოვნინებს, მოღალატეთა გზა კი მძიმეა.
  14. ეზეკიელი 23:31
    დავინახე, რომ შეიბილწა - ერთი გზა ჰქონდა ორივეს.
  15. ზაქარია 1:4
    თქვენი მამებივით ნუ იქნებით, რომ უცხადებდნენ და ეუბნებოდნენ წინანდელი წინასწარმეტყველები, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: დატოვეთ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი ბოროტი საქმეები! მაგრამ არ შეისმინეს და არ გამიგონეს – ამბობს უფალი.

← ყველა თემა „ბ"-ზე

Close
Close