ბიბლიის მუხლები თემაზე
ბოროტი გულები
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
რომაელთა 1:28
და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ.
-
იერემია 17:9-10
ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული; ვინ ჩასწვდება მას? მე, უფალი, ვიკვლევ გულს და ვცდი თირკმელებს, რათა თითოეულს თავის საქმეთა მიხედვით მივაგო”.
-
კოლოსელთა 2:18
ნურავინ დააკნინებს თქვენს გამარჯვებას მოჩვენებითი თავმდაბლობით და ანგელოზების სამსახურით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად ამპარტავნობს თავისი ხორციელი გონებით.
-
ტიტეს 1:15
წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა; ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც.
-
მათეს 15:8
ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან.
-
მათეს 15:19
ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;
-
დანიელი 4:16
ადამიანის გული წაერთვას და მხეცის გული მიეცეს; შვიდი ჟამი გადაივლის მასზე.
-
ეზეკიელი 33:31
ჩემი ხალხი მოდის შენთან ჩვეულებისამებრ, სხდებიან შენს წინაშე და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; ბაგეებით სიყვარულს გამოხატავენ, მათი გული კი მხოლოდ ანგარებას მიჰყვება.