ბოროტი დროები – ბიბლიური ციტატები

ეფესელთა 5:16
გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი.

დაბადება 6:12
გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან ყოველ ხორციელს გაერყვნა თავისი ზნე.

3 მეფეთა 19:10
თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.

ფსალმუნები 11:1
მიხსენი, უფალო, რადგან აღარ დარჩა ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ერთგულნი კაცთა მოდგმიდან.

ფსალმუნები 13:1
თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი.

ესაია 57:1
იღუპება მართალი და კაცი არ არის ამის გულთან მიმტანი; ღვთისმოსავი კაცები წაყვანილ არიან და ვერავინ ხვდება, რომ მართალნი უბედურების გამო არიან წაყვანილნი.

ესაია 59:14
უკან დაიხია სამართალმა და შორს გადგა სიმართლე, რადგან მოედანზე წაბორძიკდა ჭეშმარიტება და ვერ შემოდის სიწრფელე.

იერემია 5:1
„მიმოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, დაზვერეთ, მოიძიეთ მის მოედნებზე, სამართლიან კაცს თუ იპოვით, ჭეშმარიტების მძებნელს. მაშინ შევიწყალებდი იერუსალიმს.

მიქა 7:2
გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველა სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულა, ერთმანეთზე ნადირობენ ბადით;

2 ტიმოთეს 3:1-2
ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,

2 ტიმოთეს 4:3
ვინაიდან დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს.


მსგავსი თემები:

ბორიტი გულისთქმები      ბოროტი გზები        ბოროტი გეგმები       ბოროტი გულები       ბოროტი თვალები       ბოროტი სულები