ფსალმუნები 20:9-11
აგიზგიზებულ თონეს დაამსგავსებ მათ შენი გამოჩენის ჟამს; თავისი რისხვით ჩაყლაპავს უფალი, ცეცხლი შთანთქავს მათ. მიწიდან აღგვი მათ ნაშიერს და მათ შთამომავლობას – ადამიანის ძეთაგან. რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტებას გეგმავდნენ და ვერაფერს გახდებიან,
ფსალმუნები 36:7
დაემორჩილე უფალს და მოთმინებით დაელოდე მას. ნუ განრისხდები თავის გზაზე წარმატებულ, ბოროტის განმზრახველ კაცზე.
ფსალმუნები 139:8
ბოროტის გულისწადილს ნუ აასრულებ, უფალო, მის ზრახვებს გზას ნუ მისცემ, თორემ აღზევდება.
იერემია 18:12
მაგრამ იტყვიან: უგუნურებაა! ჩვენ-ჩვენი ზრახვების კვალს გავყვებით და თითოეული ჩვენგანი ჩვენი ბოროტი გულის სიჯიუტის მიხედვით მოვიქცევითო.
ფსალმუნები 35:1-4
ცოდვა ელაპარაკება უღმერთოს თავისივე გულის სიღრმეში: არ არის ღვთის შიში მის თვალთა წინაშე. პირფერობით იტყუებს თავს, თითქოს ეძებს თავის დანაშაულს, რომ შეიძულოს ის. ბოროტება და სიყალბეა მისი ბაგეების სიტყვები, მიტოვებული აქვს სიბრძნე და სიკეთის ქმნა. უსამართლობას იზრახავს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგას, ბოროტებაზე უარს არ ამბობს.
იგავნი 14:22
განა გზააბნეულნი არ არიან სიავის მზრახველნი? კეთილგამზრახველთ კი სიკეთე და ჭეშმარიტება მოსავთ.
იგავნი 16:30
ვინც თვალებს ჭუტავს უკუღმართობას განიზრახავს, ვინც ბაგეს იკვნეტს ბოლომდე მიჰყავს ბოროტი ზრახვები.
იგავნი 24:8
სიავის განმზრახველს ბოროტმოქმედი ჰქვია.
ესაია 32:7
თაღლითს ბოროტება აქვს იარაღად, მზაკვრობას განიზრახავს, რათა ღატაკი და გაჭირვებული გაანადგუროს, თუნდაც ის სიმართლეს ლაპარაკობდეს.
მიქა 2:1
ვაი უმართლობისა და სიავის განმზრახველთ თავიანთ სარეცლებზე, გათენებისთანავე რომ მოჰყავთ სისრულეში, რადგან მათ ხელთ არის ძალა.
ესთერი 9:25
მაგრამ როცა წარსდგა ესთერი მეფის წინაშე, მან მაშინვე ბრძანა წერილობით, რომ ჰამანის ბოროტი განზრახვა, რაც იუდაელებზე ჰქონდა ჩაფიქრებული მასვე დაბრუნებოდა და ძელზე ჩამოეკიდათ იგი და მისი ძენი!”
იობი 5:12
ის ამსხვრევს ცბიერთა გეგმებს და ვერ აღწევენ წარმატებას მათი ხელნი;
ფსალმუნები 9:22
ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
ფსალმუნები 32:10
უფალი ჩაშლის ერების ზრახვებს, გააცამტვერებს ერთა ჩანაფიქრს.
იგავნი 12:2
კეთილი კაცი უფლისგან მადლს მოიხვეჭს, ავისმზრახველ კაცს კი მსჯავრს დასდებს.
მსგავსი თემები:
ბორიტი გულისთქმები მაცდუნებელი ბოროტი ლაპარაკი ბოროტი სულები ბოროტი დროები ბოროტი გზები ბოროტი გულები ბოროტი თვალები ბოროტის თავიდან აცილება