ცუდი ენა ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 4:29
არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.

გამოსვლა 20:7
არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს.

ლუკას 6:45
კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს. ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი.

იაკობის 5:12
პირველყოვლისა, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ზეცას და ნურც მიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ‘ჰო’ იყოს ჰო და ‘არა’ არა, რათა სამსჯავროში არ მოხვდეთ.

იაკობის 3:9-12
მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევა და წყევლა. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო. განა მოედინება ერთი წყაროსთვალიდან ტკბილი და მწარე? ჩემო ძმებო, განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას, ანდა ვაზს – ლეღვი? ასევე ერთი წყაროდან არ შეიძლება მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი.

მათეს 12:36-37
თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს.  ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები.”

1 პეტრეს 3:10
რადგან, ვისაც სიცოცხლე უყვარს და კეთილი დღეების ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან ზაკვას.

მეორე რჯული 5:11
არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რადგან დაუსჯელი ვერ გადაურჩება უფალს მისი სახელის ამაოდ წარმომთქმელი.

ლევიანნი 19:12
„‘არ დაიფიცოთ ჩემი სახელი ტყუილზე, და არ შებღალოთ სახელი თქვენი ღმერთისა. მე ვარ უფალი.

ეფესელთა 5:4
ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით, არამედ – უფრო სამადლობელი,

ოსია 10:4
მხოლოდ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ ფიცულობენ აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი, როგორც შხამიანი ბალახი ყანის ხნულებში.

რომაელთა 3:13-18
მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და მშვიდობის გზა არ იციან. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.”

რომაელთა 12:14
ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით.

იგავნი 10:31
მართლის პირი სიბრძნეს გამოისხამს, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება.

კოლოსელთა 3:8-9
ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა. ნუ ეცრუებით ერთმანეთის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ.

იგავნი 15:1
ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი აღაგზნებს რისხვას.

კოლოსელთა 4:6
თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.

მათეს 26:74
მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობო ამ კაცს. და მყისვე იყივლა მამალმა.

ფსალმუნები 9:27
მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა – სიმრუდე და უკუღმართობაა.