მარკოზის 7:9-13
უთხრა: „განა კარგია, რომ ღმერთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ? მოსემ თქვა: პატივი ეცი შენს მამას და დედას; მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდესო. თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: „კორბან” – ესე იგი, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, ღმერთს ვუძღვნიო, აღარაფერს აკეთებინებთ მამისთვის ან დედისთვის. ღმერთის სიტყვას აუქმებთ თქვენივე გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავსს”.
დაბადება 27:35
უთხრა ისაკმა: „ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა”.
მალაქია 2:13-14
აი, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლებით ფარავთ ღვთის სამსხვერპლოს, ტირილითა და ქვითინით. ამის გამო აღარ აქვს ღმერთს სახე ძღვენისკენ და აღარ ეამება მისი მიღება თქვენი ხელიდან. კითხულობთ: რის გამოო? იმის გამო, რომ უფალი იყო მოწმე შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი იყო, ცოლი შენი აღთქმისა.
ეფესელთა 6:4
თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
კოლოსელთა 3:19
ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.
ესაია 59:14-15
უკან დაიხია სამართალმა და შორს გადგა სიმართლე, რადგან მოედანზე წაბორძიკდა ჭეშმარიტება და ვერ შემოდის სიწრფელე. და დაილია ჭეშმარიტება და ნადავლად გაიხადა თავი ბოროტებას განრიდებულმა. დაინახა უფალმა და ბოროტებად შეირაცხა მის თვალში, რადგან არ იყო სამართალი.
ლევიანნი 19:16
ჭორი არ გაავრცელო შენს ხალხში; საფრთხეში არ ჩააგდო შენი მოყვასის სიცოცხლე. მე ვარ უფალი.
მეორე რჯული 19:14
არ გადაწიო შენი მოყვასის მიჯნა, წინაპრებმა რომ გამიჯნეს შენს სამკვიდრებელში, რომელიც დაიმკვიდრე ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
მეორე რჯული 23:24-25
როცა შენი მოყვასის ვენახში შეხვალ, ჭამე ყურძენი გაძღომამდე, რამდენიც გენდომება, ჭურჭელში კი ნუღარ ჩაიწყობ. როცა შენი მოყვასის სამკალში მიხვალ, ხელით მოწყვიტე თავთავები, მაგრამ ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში.
მეორე რჯული 24:6-7
ნურავინ აიღებს წისქვილსა და დოლაბს გირაოდ, რადგან სიცოცხლეს იღებს იგი გირაოდ. თუ გამოჩნდა ვინმე, ვინც თავისი მოძმე ისრაელიანი გაიტაცა, დაიმონა და გაყიდა, დაე მოკვდეს გამტაცებელი; ასე ამოშანთეთ ბოროტი თქვენგან.
ფსალმუნები 100:5
თავისი მოყვასის ფარულად ცილისმწამებელს მოვსპობ, ამპარტავან თვალსა და გაუმაძღარ გულს ვერ ავიტან.
იგავნი 3:28-30
ნუ ეტყვი მოყვასს: „წადი, ხვალ მოდი და მაშინ მოგცემ!” თუ მისაცემი თან გაქვს. ნუ განიზრახავ ბოროტებას შენი მოყვასისთვის, როცა დანდობილად ცხოვრობს იგი შენს გვერდით. ნურც უმიზეზოდ შეედავები კაცს, თუ არ უბოროტია შენთვის.
იგავნი 23:10-11
ნურც ძველ საზღვარს გადასცდები და ნურც ობოლთა მინდვრებზე გადახვალ, ვინაიდან ძლიერია მათი გამომსყიდველი, ის შეგედავება მათ საქმეზე.
იერემია 17:11
კაკაბი იმ კვერცხებს რომ ჩეკს, რომლებიც თვითონ არ დაუდია, უმართლო გზით ქონების მომხვეჭელივითაა; მისი დღეების შუაძალზე დაკარგავს, დღეთა დასასრულს კი გაბრიყვებული დარჩება.
ოსია 12:7
ყალბი სასწორია ქანაანელის ხელში, უყვარს ჩაგვრა!
ესაია 19:35
უსამართლოდ არ მოიქცეთ სამართალში, ზომა-წონასა და საწყაოში.
იგავნი 11:1
მატყუარა სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სწორი საწონი კი სასურველია მისთვის.
1 ტიმოთეს 6:10
ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი და ზოგიერთები, ვინც ამან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.
იგავნი 24:23-24
ესეც ბრძენთა გამონათქვამია: მიკერძოება სასამართლოზე კარგი არ არის. ვინც ბოროტს ეუბნება, მართალი ხარო, იმას ხალხები დასწყევლიან და ერები შეაჩვენებენ.
ფსალმუნები 25:9-10
ნუ მომსპობ ცოდვილებთან ერთად და ჩემს სიცოცხლეს – სისხლისმღვრელებთან. რომელთაც ხელთ მზაკვრობა უპყრიათ და მარჯვენა ქრთამით აქვთ სავსე.
იგავნი 14:5
სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნთქავს.
იგავნი 28:21
მიკერძოება არ არის კარგი, ასეთი კაცი ლუკმაპურისთვისაც ჩაიდენს დანაშაულს.
ესაია 5:22-23
ვაი ძლიერთ ღვინის სმაში და ძლევამოსილთ მის ჩამოსხმაში! ქრთამით დამნაშავის გამმართლებელთ და ალალ-მართალთათვის სიმართლის წამრთმევთ.
ესაია 29:21
სიტყვით რომ აცთუნებენ ადამიანს, მახეს რომ უგებენ კარიბჭესთან მამხილებელს და ამაოებისკენ ახვევინებენ მართალს.
ოსია 10:4
ფუჭად ლაპარაკობენ, ყალბად იფიცებენ, კავშირებს კრავენ; ამიტომაც აღმოცენდება განკითხვა, როგორც შხამიანი ბალახი ყანის კვლებში.
ამოსი 5:12
რადგან ვიცი, რომ უამრავია თქვენი დანაშაული და დიდია თქვენი ცოდვა: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და ღარიბ-ღატაკს უკან აბრუნებთ კარიბჭიდან.
აბაკუმი 1:3-4
რატომ მაჩვენებ ურჯულოებას და მახილვინებ ბოროტებას? ძარცვა და ძალადობაა ჩემ წინაშე, დავა და შუღლი მატულობს. ამიტომაც დაუძლურდა რჯული და ვეღარ იმარჯვებს სამართალი, ბოროტმოქმედი ჯაბნის მართალს და გამრუდდა სამართალი.
მალაქია 2:9
მეც დავუშვი შეურაცხყოფა და დამცირება ყველა ხალხთაგან, ვინაიდან არ იცავთ ჩემს გზას და პირმოთნეობთ რჯულში.
საქმეები 16:36-37
შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: „მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და წადით მშვიდობით”. მაგრამ პავლემ შეუთვალა: „ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, სახალხოდ, განუკითხავად გვცემეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, დაე მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ”.
ესაია 10:1-2
ვაი მათ, ვისაც უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, რათა გაამრუდოს გაჭირვებულთა სამართალი, დაჩაგროს ჩემი ხალხის ღარიბები, ნადავლად გაიხადოს ქვრივები და გაძარცვოს ობლები.
ფსალმუნები 57:1-2
განა მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ მმართველებო? სამართლიანად სჯით ადამის ძეებს? არა, გულში უსამართლობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენს ხელთა ძალადობას დებთ სასწორზე.
ფსალმუნები 93:20-21
ნუთუ შეკრავს შენთან კავშირს უკუღმართობის ტახტი, შენი რჯულის საწინააღმდეგოდ რომ სჩადის უსამართლობას? ილაშქრებენ მართლის სულზე და მსჯავრს დასდებენ უდანაშაულო სისხლს,
იგავნი 29:4
მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, ქრთამის ამღები კაცი კი დააქცევს მას.
იგავნი 31:4-5
მეფეთ არ შეეფერებათ ლემუელ, მეფეთ არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს – მაგარ სასმელთა სიყვარული; თორემ დალევენ, დაივიწყებენ დადგენილებებს და გაამრუდებენ ჩაგრულთა სამართალს.
მიქა 3:8
მე კი აღვსილი ვარ ძალითა და უფლის სულით, სამართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს – მისი ცოდვა.
მსგავსი თემები: