ღმერთს სძულს უსამართლობა ბიბლიის მუხლები

იგავნი 6:16-19
ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება: ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები, ბოროტების მზრახველი გული, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები, ცრუ მოწმე, სიცრუის გამავრცელებელი და ძმათა შორის განხეთქილების მთესველი.

იგავნი 11:1
მატყუარა სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სწორი საწონი კი სასურველია მისთვის.

იგავნი 12:22
ცრუ ბაგენი სძულს უფალს, ერთგული კი სასურველია მისთვის.

იგავნი 17:15
ბოროტის გამმართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორივე სისაძაგლეა უფლის წინაშე.

ფსალმუნები 34:1-8
უფალო, ედავე ჩემთან მოდავეებს და ებრძოლე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ. აიღე ფარი და საჭურველი და აღსდექ ჩემდა შესაწევნად. მახვილი აღმართე და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს. უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ”. შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სიცოცხლის მაძიებელნი, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ჩემთვის სიავის მსურველნი. ბზესავით შეიქნენ ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი. იყოს მათი გზა ბნელი და მოლიპული, უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ. რადგან უმიზეზოდ დამიგეს მახე, უსაბაბოდ გაუთხარეს ორმო ჩემს სულს. უბედურება დაატყდეს მათ უცაბედად! თავიანთ მომზადებულ მახეში გაებნენ და დასაღუპად ჩავარდნენ მასში;

ფსალმუნები 68:22-28
დაე, თავისივე ტაბლა ექცეთ ხაფანგად და მახედ – ის, რაც კეთილდღეობისთვის აქვთ. თვალები დაუბნელდეთ, რომ ვერ ხედავდნენ და მუდმივად კანკალებდეს მათი წელი. შენი მრისხანება გადმოღვარე მათზე და შენი რისხვის ალი ეწიოთ. მათი საცხოვრებელი გაპარტახდეს, არავინ მკვიდრობდეს მათ კარვებში. რადგან შენ მიერ ნაგვემს დევნიან და შენ მიერ განგმირულთა ტკივილებზე ლაპარაკობენ. მიუმატე ცოდვა მათ ცოდვებს და ნუ შემოვლენ შენს სიმართლეში. ამოიშალონ ისინი ცოცხალთა წიგნიდან და მართლებთან ნუ ჩაიწერებიან.

იერემია 18:19-23
ყური მომაპყარ, უფალო, ისმინე ჩემი მოწინააღმდეგეების ხმა. განა სიკეთეს ბოროტებით უხდიან, ორმო რომ გამითხარეს? გაიხსენე, შენ წინაშე რომ ვიდექი და მათდა სასიკეთოდ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ შემებრუნებინა მათგან. ამიტომ შიმშილი დაუშვი მათ შვილებზე, მახვილის კერძი გახადე; დაე, უშვილოდ დარჩნენ მათი ცოლები და დაქვრივდნენ. სიკვდილმა მოსრას მათი კაცები და მახვილით დაეცნენ მათი ჭაბუკნი ომში. დაე, კვნესა ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა უცაბედად მძარცველები წამოადგებიან თავს, რადგან ორმო გათხარეს ჩემს დასაჭერად და ფარულად მახე დაუგეს ჩემს ფეხს. უფალო, შენ იცი მათი ყველა ბოროტი განზრახვა ჩემ წინააღმდეგ; ნუ აპატიებ დანაშაულს, ნუ წაშლი მათ ცოდვებს შენს თვალთაგან. დაე, დაემხონ შენ წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ.

ფსალმუნები 93:1-7
ღმერთო შურისგებისა, უფალო, ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი. აღსდექ, მსაჯულო ქვეყნიერებისა, საზღაური მიაგე ამპარტავნებს. როდემდე ილხინონ ბოროტებმა უფალო, როდემდე ილხინონ ბოროტებმა? სიტყვებს აფრქვევენ ქედმაღლურად, ტრაბახობენ სიავის მოქმედნი. ჩაგრავენ შენს ხალხს უფალო, ტანჯავენ შენს სამკვიდროს. ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს კლავენ. ამბობენ: „ვერ დაინახავს უფალი და ვერც გაიგებს იაკობის ღმერთი”.

გამოცხადება 6:10
დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის?”

ლუკას 18:1-8
უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. თქვა: „ერთ ქალაქში ერთი მოსამართლე იყო. არც ღმერთისა ეშინოდა და არც ხალხისა რცხვენოდა. იმავე ქალაქში ერთი ქვრივი ქალიც ცხოვრობდა. მივიდა მოსამართლესთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მეტოქისგან. დიდხანს უარობდა. მერე კი თქვა თავისთვის: მართალია, არც ღმერთისა მეშინია და არც ხალხისა მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი აღარ მასვენებს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და არ გამტანჯოს”. თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უმართლო მოსამართლე? მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს კი რწმენას დედამიწაზე?”

ფსალმუნები 11:5
ჩაგრულთა დარბევისა და გაჭირვებულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, მივცემ შველას, ვისაც სწყურია იგი.

ფსალმუნები 93:20-23
ნუთუ შეკრავს შენთან კავშირს უკუღმართობის ტახტი, შენი რჯულის საწინააღმდეგოდ რომ სჩადის უსამართლობას? ილაშქრებენ მართლის სულზე და მსჯავრს დასდებენ უდანაშაულო სისხლს, მაგრამ უფალია ჩემი სიმაგრე, ღმერთია ჩემი თავშესაფრის კლდე. მათ დაუბრუნებს მათივე დანაშაულს და მათივე ბოროტებისთვის მოსპობს მათ; უფალი, ჩვენი ღმერთი მოსპობს მათ.

2 თესალონიკელთა 1:6-7
ვინაიდან სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს, თქვენ კი შეჭირვებულებმა, ჩვენთან ერთად მოისვენოთ, როცა უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად,

2 პეტრეს 2:9
ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვ­თისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისთვის დასასჯელად შემოინახოს უკეთურნი;

გამოცხადება 19:2
რადგან ჭეშმარიტად და სამართლიანად განიკითხავს; მან განიკითხა დიდი მეძავი, დედამიწა რომ გარყვნა თავისი მეძავობით, და მისი ხელიდან იძია თავისი მონების სისხლი”.

ესაია 10:1-3
ვაი მათ, ვისაც უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, რათა გაამრუდოს გაჭირვებულთა სამართალი, დაჩაგროს ჩემი ხალხის ღარიბები, ნადავლად გაიხადოს ქვრივები და გაძარცვოს ობლები. რაღას იქმთ განკითხვისა და უბედურების დღეს, შორიდან რომ მოვა? ვისთან გაიქცევით დახმარების საძებნად და სად დატოვებთ თქვენს დიდებას?

მეორე რჯული 16:19
არ გაამრუდოთ სამართალი, მიკერძოებით ნუ განსჯით და ქრთამი არ აიღოთ, რადგან ქრთამი თვალებს უბრმავებს ბრძენთ და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს.

ამოსი 1:3-4
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ დამასკოს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, – რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გილყადს. ცეცხლს დავცემ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის ციხე-დარბაზებს.

მიქა 2:1-3
ვაი უმართლობისა და სიავის განმზრახველთ თავიანთ სარეცლებზე, გათენებისთანავე რომ მოჰყავთ სისრულეში, რადგან მათ ხელთ არის ძალა. მოუნდებათ მიწა – ართმევენ, მოუნდებათ სახლები – იტაცებენ; ძალადობენ ადამიანსა და მის სახლზე, კაცსა და მის სამკვიდრებელზე. ამიტომ ასე ამბობს უფალი: „აჰა, ისეთი სიავის მოწევას ვაპირებ თქვენი მამების სახლებზე, რომლიდანაც ქედს ვერ დაიძვრენთ და მედიდურად ვეღარ ივლით, რადგან უბედურების ჟამი იქნება.

3 მეფეთა 21:19
ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და მის ქონებას ეპატრონები. კიდევ ელაპარაკე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ”.

იგავნი 19:5
სასჯელს ვერ აცდება ცრუ მოწმე და ვერ გადარჩება ტყუილის მოლაპარაკე.

ამოსი 5:11-12
რაკი დიდ ხარკს ახდევინებთ ღარიბებს და უკანასკნელ ხორბალს ართმევთ, თლილი ქვებით აიშენებთ სახლებს, მაგრამ ვერ იცხოვრებთ იქ; საუცხოო ვენახები გექნებათ, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევთ. რადგან ვიცი, რომ უამრავია თქვენი დანაშაული და დიდია თქვენი ცოდვა: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და ღარიბ-ღატაკს უკან აბრუნებთ კარიბჭიდან.

ამოსი 8:4-7
გაიგონეთ ეს, გაჭირვებულთა ფეხქვეშ გამთელავნო და გლახაკთა დამღუპველნო, რომ ამბობთ: როდის გაივლის თვე, რომ მარცვლეული გავყიდოთ და შაბათი, რომ ხორბლის ბეღელი გავხსნათ, საწყაო შევამციროთ, შეკელის ფასი გავზარდოთ და მოვატყუოთ ცრუ სასწორებით. ვერცხლით ვიყიდოთ უმწეონი და გაჭირვებული – წყვილი ქალამნით; რათა მონარჩენი მარცვლეულიც გავყიდოთ. იაკობის დიდება დაიფიცა უფალმა: უკუნისამდე არ დავივიწყებ არცერთ მათ საქმეს.

ნაუმი 3:1
ვაი, სისხლიან ქალაქს! მთლიანად სიცრუითა და ძალადობით არის სავსე და არ ეშვება მტაცებლობას.

მალაქია 3:5
მოვალ თქვენთან განსასჯელად და მაშინვე გამოვალ მოწმედ ჯადოქართა და მრუშთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა და დაქირავებულთათვის საზღაურის დამკავებელთა წინააღმდეგ, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებთა და მათ წინააღმდეგ, ვისაც არა აქვს ჩემი შიში! – ამბობს ცაბაოთ უფალი.

ლუკას 12:45-46
ხოლო თუ იტყვის ეს მონა თავის გულში: აგვიანებსო მოსვლას ჩემი ბატონი და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა-სმასა და ლოთობას, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, რომელზეც არ ფიქრობს, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს.

1 თესალონიკელთა 4:6
რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და ანგარებით არ მიუდგეს თავის ძმას საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე ამის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ.

იაკობის 5:1-6
მოდით ახლა, მდიდრებო, იტირეთ და ივალალეთ იმ უბედურებისთვის, თქვენზე რომ მოდის. თქვენი სიმდიდრე დალპა, თქ­ვენი სამოსელი კი ჩრჩილმა შეჭამა. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ და ცეცხლივით შეჭამს თქვენს ხორცს. მოგროვებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისთვის. აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი. განცხრომას ეძლეოდით ამ ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის დაისუქეთ გულები. თქვენ დასდეთ მსჯავრი და მოკალით მართალი, ის კი არ შეგეწინააღმდეგათ.

გამოცხადება 1:7
აჰა, მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; და აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ!

ფსალმუნები 36:1-2
ნუ განრისხდები ბოროტმოქმედთა გამო, უკანონობის ჩამდენების ნუ შეგშურდება. რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.

ფსალმუნები 72:3-11
რადგან შემშურდა უგუნურებისა, ვხედავდი რა ბოროტთა კეთილდღეობას. რადგან არა აქვთ ტკივილი სიკვდილამდე და ჯანსაღნი არიან. კაცთა სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებივით არ ტვირთმძიმობენ, ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს. სიმსუქნისგან თვალები გადმოკარკლეს, სიბრიყვით აევსოთ გულები. ავად და დამცინავად ლაპარაკობენ, ძალადობით იმუქრებიან. ზეცის წინააღმდეგ დააღეს პირები, მათი ენები კი დედამიწაზე დაიარება. ამიტომ მისი ხალხიც მათ მიმართავს ხოლმე და სვამენ მათ სიტყვებს, როგორც წყალს სავსე თასიდან. ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს ცოდნა უზენაესს?

ესაია 26:10-11
შეიწყალებენ ბოროტეულს და მაინც ვერ ისწავლის სიმართლეს. უსამართლოდ იქცევა წრფელთა ქვეყანაში და ვერ ხვდება უფლის სიდიადეს. უფალო! შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ; დაინახავენ შენს მოშურნეობას შენი ხალხის გამო და შერცხვებათ, ცეცხლი შეჭამს შენს მტრებს.


მსგავსი თემები:

უსამართლობა     უსამართლობის მაგალითები