სიკვდილი ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 21:4
მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ.”

ეკლესიასტე 12:7
მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი.

გამოცხადება 14:13
გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან. მათი საქმეები თან წაჰყვება მათ”.

1 თესალონიკელთა 4:13-14
გვსურს იცოდეთ, ძმებო, სიმართლე განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც სასოება არ გააჩნიათ. ვინაიდან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად.

იოანეს 11:25-26
უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?”

რომაელთა 14:8
ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.

მათეს 10:28
ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.

რომაელთა 6:23
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

1 კორინთელთა 15:42-44
ასევე მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში. ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მიწიერი სხეული და არის სულიერი სხეული.

2 კორინთელთა 5:8
მხნედა ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავბინავდეთ.

1 კორინთელთა 15:51
აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, –

იობი 14:14
როცა მოკვდება კაცი, განა გაცოცხლდება? მთელი ჩემი კვეთების დღეებს დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ფერისცვალება.

რომაელთა 5:12
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა.

1 კორინთელთა 15:51-57
აი, მე საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. ვინაიდან, ეს ხრწნადი უხრწნელებით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს. ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელებით შეიმოსება და ეს მოკვდავი – უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით.” „სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?” სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.

ეკლესიასტე 9:5
რადგან ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, ხოლო მკვდრებმა არაფერი არ იციან და არა აქვთ მეტად საზღაური, რადგან დავიწყებულია მათი ხსენება.

გამოცხადება 12:11
გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს მათი სული თვით სიკვდილამდე.

იოანეს 14:1-2
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ.

ფსალმუნები 47:14
რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე.

ეკლესიასტე 7:1
კარგი სახელი სჯობს კარგ ნელსაცხებელს და სიკვდილის დღე – შობის დღეს.

1 კორინთელთა 15:26
ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.

საქმეები 7:60
მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.

ლუკას 2:29
„ახლა კი გამიშვი, ბატონო, შენი მონა მშვიდობით, როგორც ნათქვამი გაქვს.

ეზეკიელი 18:31
რადგან მე არ მსურს მოკვდავის სიკვდილი,” – სიტყვა უფალი ღმერთისა,- „აბა, მოიქეცით და იცოცხლებთ!”

ეკლესიასტე 2:14-16
ბრძენის თვალები მის თავშია, ბრიყვი კი სიბნელეში დადის. მაგრამ ისიც შევიტყვე, რომ ერთი ხვედრი ეწევათ მათ ყველას. და ვთქვი მე ჩემს გულში: „რაც ბრიყვს შეემთხვევა, მეც შემემთხვევა და რიღასთვის ვიყავი ბრძენი?” და ვთქვი ჩემს გულში, რომ ესეც ამაოებაა, რადგან როგორც ბრიყვს არ დაიხსომებს არავინ, ისე არ ინახება საუკუნოდ ბრძენის ხსენება, და მომავალ დღეებში ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. და როგორ ერთნაირად კვდებიან ბრიყვი და ბრძენი?

ებრაელთა 9:27
და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა,

ებრაელთა 2:14-15
რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი, და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყვნენ.

იოანეს 11:11-14
ეს თქვა და მერე ეუბნება მათ: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ.” უთხრეს მოწაფეებმა მას: „უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება.” იესომ მის სიკვდილზე თქვა, მათ კი ეგონათ, რომ ბუნებრივ ძილზე ამბობდა. მაშინ უთხრა მათ იესომ გაცხადებით: „ლაზარე მოკვდა.

იგავნი 13:32
მისივე ბოროტებით დაემხობა უკეთური, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს.

ფილიპელთა 1:21
ვინაიდან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები.

დაბადება 3:19
შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები.”

რომაელთა 8:13
ვინაიდან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.

რომაელთა 6:16
ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის.

ფსალმუნები 103:29
დაფარავ შენს სახეს – შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ – დაიხოცებიან და თავიანთ მიწა-მტვრად მიიქცევიან;

იობი 16:22
რადგან თავდება ჩემს წელთა რიცხვი და ვდგები უკანმოუქცეველ გზაზე.”

გამოცხადება 1:18
და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი.

ლუკას 20:36
ვინაიდან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღვთის ძენი არიან ისინი, ძენი აღდგომის.

ეკლესიასტე 8:8
ადამიანი არაა ქარის ხელისუფალი, რომ დააკავოს ქარი, და ხელმწიფება არ არის სიკვდილის დღეზე, და მოციქულობა არ არის ომში და უკეთურება ვერ გადაარჩენს თავის პატრონს.

ფსალმუნები 38:13
მზერა მომაშორე, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.”

იობი 14:2
ყვავილივით იფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გარბის და კვალს არ ტოვებს.

იობი 7:21
რატომ არ შემინდობ ცოდვას? და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწა-მტვერში ვწვები. ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები!”

გამოცხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია”.

გამოცხადება 20:4-6
ვიხილე ტახტები და მათზე მსხდომარენი, და მათ მიეცათ სამსჯავრო და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც თაყვანი არ სცეს მხეცს, არც მის ხატებას და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა და ხელზე. ისინი გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს. სხვა მკვდრები კი არ გაცოცხლდნენ, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც აქვს წილი პირველ აღდგომაში. მასზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს.

გამოცხადება 6:8
შევხედე, და აჰა, ყვიციანი ცხენი და მისი მხედარი, რომლის სახელი სიკვდილია. ჯოჯოხეთი მოყვებოდა მას და მიცემული ჰქონდათ ხელმწიფება მიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცათ მახვილით და შიმშილით, ჭირით და მიწის მხეცებით.

1 კორინთელთა 15:22
ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.

ესაია 38:18
რადგან შავეთი არ გაქებს შენ, სიკვდილი არ შეგასხამს ხოტბას, საფლავად ჩამავალნი არ დაენდობიან შენს ჭეშმარიტებას.

ესაია 25:8
შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყველა სახეზე, და სირცხვილს მოხოცავს თავის ერს მთელს ქვეყანაზე; რადგან უფალმა ასე თქვა.

2 ტიმოთეს 1:10
ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება,

1 კორინთელთა 15:22
ვინაიდან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ – მკვდრეთით აღდგომა.

იოანეს 5:24
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე და განკითხვაზე არ მიდის, არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.

ეზეკიელი 33:11
უთხარი მათ: ‘ცოცხალი ვარ მე’, – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘არ მსურს მე ბოროტმომქმედის სიკვდილი, არამედ ბოროტმომქმედის მოქცევა მისი გზიდან, რომ იცოცხლოს მან. მოიქეცით, მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და რატომღა მოკვდებით, ისრაელის სახლო?