Homeბიბლიაახალი აღთქმა

გამოცხადება 12

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის გამოცხადება
დედაკაცი და გველეშაპი

121 გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი – დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით. ფეხმძიმედ იყო და ყვიროდა, იტანჯებოდა მშობიარის ტკივილებით. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავებზე შვიდი ჯიღა. მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარსკვლავების მესამედი და მოისროლა მიწაზე. გველეშაპი კი დადგა დედაკაცის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა, როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ბავშვი. და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით. და ატაცებულ იქნა მისი ბავშვი ღმერთთან და მის ტახტთან. დედაკაცი კი გაიქცა უდაბნოში, სადაც მისთვის მომზადებული იყო ადგილი ღვთისაგან, რათა იქ გამოეკვებათ იგი ათას ორას სამოც დღეს.
შეიქმნა ცაში ომი: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს: შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეწოდა ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად. 10 მომესმა დიდი ხმა, რომელიც ლაპარაკობდა ცაში: „ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და სუფევა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე. 11 გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს მათი სული თვით სიკვდილამდე. 12 აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“.
13 როცა გველეშაპმა დაინახა, რომ გადმოგდებულ იქნა მიწაზე, დაედევნა დედაკაცს, რომელმაც ვაჟი შვა. 14 მიეცა დედაკაცს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში გასაფრენად, თავისი ადგილისაკენ, სადაც იკვებებოდა დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მოშორებით. 15 ამოუშვა გველმა თავისი პირიდან მდინარესავით წყალი დედაკაცის კვალდაკვალ, რათა მდინარეს წაელეკა იგი. 16 მაგრამ მიწა დაეხმარა დედაკაცს და დააღო მიწამ პირი და შთანთქა მდინარე, რომელიც გველეშაპმა ამოუშვა პირიდან. 17 განრისხდა გველეშაპი დედაკაცზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მის მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვს იესოს მოწმობა.

თავი მეთერთმეტე                                                                                                                              თავი მეცამეტე

COMMENTS