პავლე მოციქულის პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ
ღვთისმოსაწონი სიცოცხლე
9 ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში. 10 რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, უფრო და უფრო 11 და გულმოდგინედ ეცადოთ იყოთ მშვიდნი, აკეთოთ თქვენი საქმე საკუთარი ხელებით, როგორც ჩვენ გამცნეთ, 12 რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეებთან და არაფერი გაგიჭირდეთ.
უფლის მოსვლა
13 გვსურს იცოდეთ, ძმებო, სიმართლე განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც სასოება არ გააჩნიათ. 14 ვინაიდან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად.
15 რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულებს. 16 ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, 17 მერე კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. 18 ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.
თავი მესამე თავი მეხუთე