ღმერთი მიუზღავს ბიბლიური ციტატები

1 მეფეთა 26:23
აჰა, როგორც მე დავაფასე დღეს შენი სიცოცხლე, ასევე დააფასოს ჩემი სიცოცხლე უფალმა და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისგან”.

იგავნი 19:17
ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.

2 მეფეთა 16:12
ეგებ იხილოს უფალმა ჩემი დამცირება და კეთილი მომაგოს მისი წყევლის სანაცვლოდ”.

ესაია 61:8
რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძარცვა და უმართლობა; სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს და სამარადისო აღთქმას დავუდებ მათ.

ესაია 65:6
აჰა, ჩაწერილია ჩემს წინაშე, არ დავდუმდები, სანამ არ მივუზღავ; და მე მივუზღავ მათ უბეში.

ფსალმუნები 30:23
შეიყვარეთ უფალი, ღვთისნიერნო მისნო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალგზის მიუზღავს ამაყებს.

ფსალმუნები 53:5
იგი მიაგებს ბოროტების სამაგიეროს ჩემს მტრებს; შენი ერთგულებით ბოლო მოუღე მათ.

ესაია 59:18
ნამოქმედარის მიხედვით მიაგებს იგი: რისხვას – შემჭირვებელთ, შურისგებას – თავის მტრებს, სამაგიეროს მიუზღავს ზღვისპირეთს.

ეზეკიელი 16:43
ვინაიდან არ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და მაჯავრებდი ყოველივე ამით, აჰა, შენს თავზევე მოვაქცევ შენს გზებს, ამბობს უფალი ღმერთი, რათა აღარ ჩაიდინო ამგვარი გარყვნილება ყველა შენი სისაძაგლის შემდეგ.

2 ტიმოთეს 4:14
მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მიბოროტა. უფალმა მიუზღოს მისი საქმეების მიხედვით.

მათეს 16:27
რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.

რომაელთა 2:6
რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს:

გამოცხადება 2:23
სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებსა და გულებს; და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.

2 კორინთელთა 5:10
ვინაიდან ჩვენ, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა – კეთილს თუ ბოროტს.

ეფესელთა 6:8
იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.

რომაელთა 12:19
შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი”.

იერემია 51:56
რადგან გამტიალებელი მოდის ბაბილონზე, შეპყრობილ არიან მისი ვაჟკაცნი, შეიმუსრა მათი მშვილდები, ვინაიდან ღმერთი, შურისგების უფალი, ბოლომდე მიუზღავს მათ.

ესაია 3:11
ვაი უმართლო ბოროტმოქმედს, რადგან თავისი ხელის საქმეთა მიხედვით მიეზღვება.

გოდება იერემიასი 3:64
მიუზღე მათ საზღაური, უფალო, მათი ხელის ნამოქმედარის მიხედვით.

ოსია 4:9
რაც ხალხს მოუვა, ის მოეწევა მღვდელსაც; მოვკითხავ მათ მათი გზებისამებრ და მათი ნამოქმედარისამებრ მივუზღავ!

ოსია 12:2
დავა აქვს უფალს იუდასთან, ის მოჰკითხავს იაკობს მისი გზების მიხედვით და მიუზღავს მისი ბოროტი საქმეებისამებრ.

იოველი 3:4
რა ხართ ჩემთვის, ტვიროსო, ციდონო და ფილისტიმის ყველა მხარევ? სამაგიერო გინდათ მომაგოთ? თუ სამაგიეროს მოგებას აპირებთ, სწრაფად და იოლად მოვაქცევ თქვენზევე თქვენს სამაგიეროს.

იოველი 3:7
აჰა, ავიყვან მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ და თქვენზევე მოვაქცევ თქვენს საქმეებს;

ეზეკიელი 23:49
თქვენ გადაიხდით თქვენივე გარყვნილების საფასურს და სასჯელს იტვირთავთ თქვენი კერპების გამო; ასე გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი!”

ფსალმუნები 90:8
მხოლოდ შენი თვალებით შეხედავ და დაინახავ ბოროტეულთა საზღაურს.

მეორე რჯული 7:10
მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.

2 თესალონიკელთა 1:6
ვინაიდან სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს,

იერემია 51:24
„თქვენს თვალწინ მივუზღავ ბაბილონსა და ქალდეას ყველა მცხოვრებს, ყველა იმ ბოროტების გამო, სიონზე რომ მოაწიეს! ამბობს უფალი.

ლუკას 14:14
ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, სანაცვლოდ რომ მოგიზღან. ამიტომ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება”.

იგავნი 11:31
აჰა, მართალს მიეზღვება მაგიერი ამ ქვეყნად, მითუმეტეს – უმართლოსა და ცოდვილს.

3 მეფეთა 2:32
უფალი მის თავზევე მიაქცევს მის სისხლს, რადგან ორ მართალ და თავისზე უკეთეს კაცს დაეცა და მახვილით დახოცა: აბნერი, ძე ნერისა, ისრაელის მხედართმთავარი და ყამასა, იეთერის ძე, იუდას მხედართმთავარი; მამაჩემმა დავითმა კი არა უწყოდა რა.

3 მეფეთა 2:44
კვლავ მიუგო მეფემ შიმყის: „იცის შენმა გულმა მთელი ის ბოროტება, რაც დავითს, მამაჩემს გაუკეთე; შენივე თავზე მოაქცია უფალმა შენი უკეთურება!