პავლე მოციქულის მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ
6 ვინაიდან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ, დადგა ჩემი წასვლის ჟამი. 7 კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე. 8 ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა ამარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გამოცხადებით მოსვლა.
პირადი დარიგება9
ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან. 10 ვინაიდან დემამ შეიყვარა ეს საუკუნე, მიმატოვა მე და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი – გალატიას, ტიტე – დალმატიას. 11 მარტო ლუკაღა არის ჩემთან. აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მჭირდება მსახურებისთვის. 12 ტვიქიკოსი ეფესოში მივავლინე. 13 მოსასხამი, რომელიც ტროაში დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა წამოხვალ, აგრეთვე წიგნებიც, მეტადრე პერგამენტები. 14 მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მავნო. უფალმა მიუზღოს მის საქმეთა მიხედვით. 15 შენც უფრთხილდი მას, ვინაიდან იგი ძალიან ეწინააღმდეგებოდა ჩვენს სიტყვებს.
16 ჩემი პირველი საპასუხო სიტყვისას არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ. 17 ხოლო უფალი ამომიდგა მე და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა. მე თავი დავაღწიე ლომის ხახას. 18 დამიხსნის უფალი ყოველი ბოროტებისგან და დამიცავს თავისი ცათა სასუფევლისათვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ბოლო მოკითხვები19
მომიკითხე პრისკა და აკვილა და ონისიფორეს სახლი. 20 ერასტოსი კორინთოში დარჩა, ხოლო ტროფიმოსი ავადმყოფი დავტოვე მელიტონში. 21 ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი და კლავდია და ყველა ძმა. 22 უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან. ამინ.
თავი მესამე პავლე მოციქულის პირველი წერილი ტიტეს მიმართ