დასასრულს ბიბლიის მუხლები

იობი 30:23
ვიცი, რომ სასიკვდილოდ მიგყავარ, ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში.

2 მეფეთა 14:14
ყველანი მოვკვდებით და აღარ შევგროვდებით მიწაზე დაღვრილი წყალივით; მაგრამ ღმერთი არ ღუპავს კაცის სიცოცხლეს, არამედ გზებს ეძებს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს სამუდამოდ.

რომაელთა 5:12
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა,

ფსალმუნები 89:10
ჩვენი დღეების რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს – ოთხმოცი წელიწადი; ამათგან კი უმეტესი ჯაფა და წუხილია, რადგან სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ.

მათეს 6:27
ანდა, რომელ თქვენგანს შეუძლია დარდით ერთი წყრთა მაინც შემატოს თავის სიმაღლეს?

იაკობის 4:14
თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.

ფსალმუნები 22:4
სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.

იგავნი 14:32
უკეთური თავისი ბოროტების გამო დაემხობა, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს.

რომაელთა 14:8
ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.

ფილიპელთა 1:21
რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები.

გამოცხადება 14:13
და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან; და მათი საქმეები თან წაჰყვება მათ”.

იოანეს 11:11-13
ამის შემდეგ უთხრა მათ: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მის გასაღვიძებლად მივდივარ”. მოწაფეებმა უთხრეს: „უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება”.  იესო სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, ბუნებრივ ძილზე ლაპარაკობდა.

მარკოზის 5:39
შევიდა და უთხრა: „რაზე სწუხხართ და შფოთავთ? არ მომკვდარა ბავშვი, არამედ სძინავს”.

საქმეები 13:36
თუმცა დავითმა, რომელიც თავის თაობაში ღვთის ნებით მსახურებდა, განისვენა, თავის მამებს შეუერთდა და იხილა ხრწნილება.

1 კორინთელთა 15:6
მერე ერთდროულად გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას, რომელთა უმრავლესობა დღემდეა ცოცხალი, ზოგმა კი განისვენა;

რომაელთა 6:23
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

1 ნეშტთა 10:13
მოკვდა საული დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინა უფლის წინაშე, რადგან არ დაიცვა უფლის სიტყვა და მესულთანესაც მიმართა გამოსაკითხად.

იგავნი 11:19
სიმართლეს კაცი სიცოცხლისკენ მიჰყავს, ბოროტების მიმდევარს კი სიკვდილი დაატყდება.

მათეს 26:64
უთხრა იესომ: „შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.

მარკოზის 14:62
იესომ თქვა: „მე ვარ. და იხილავთ ძე კაცისას ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.

ლუკას 21:27
მაშინ იხილავენ ძე კაცისას, ღრუბლებზე მომავალს, ძალითა და დიადი დიდებით.

საქმეები 1:11
უთხრეს: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა იმგვარადვე, როგორც იხილეთ ზეცად აღმავალი”.

ებრაელთა 9:28
ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად.

მეთეს 24:36
მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.

მარკოზის 13:32
მაგრამ იმ დღესა და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.

მალაქია 3:1
აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს, რომელიც გაამზადებს გზას ჩემ წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, თქვენ რომ ეძიებთ და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის! – ამბობს ცაბაოთ უფალი.

მათეს 24:44
ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.

ლუკას 12:40
ამიტომ მზად იყავით, რადგან, როცა არ მოელით, მაშინ მოვა ძე კაცისა”.

მათეს 16:27
რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.

იოანეს 14:3
როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.

1 კორინთელთა 4:5
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.

1 პეტრეს 5:4
და როცა გამოჩნდება მწყემსმთავარი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.

1 იოანეს 3:2
საყვარელნო! ახლა ღვთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. მაგრამ ვიცით, რომ, როცა გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.

1 იოანეს 2:28
ჰოდა ახლა, მასში დარჩით, შვილებო, რათა რომ გამოცხადდება, გაბედულება გვქონდეს და არ შევრცხვეთ მისი მოსვლისას.

მარკოზის 13:35
ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი – საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას.

2 პეტრეს 3:11
თუკი ყველაფერი ასე დაირღვევა, თქვენ როგორიღა სიწმიდე გმართებთ ქცევასა და ღვთისმოსაობაში?

დანიელი 12:2
მრავალი გამოიღვიძებს მიწის მტვერში მძინარეთაგან, ერთნი – საუკუნო სიცოცხლისთვის, მეორენი – საუკუნო გმობისა და სირცხვილისთვის.

საქმეები 3:19:20
მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ წარიხოცოს თქვენი ცოდვები.  რათა დადგეს განახლების დღეები უფლის თანდასწრებიდან და მოგივლინოთ მან იესო ქრისტე, თქვენთვის წინასწარ დადგენილი,

იოანეს 5:29
კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი – განკითხვის აღდგომისთვის.

მათეს 25:46
და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში”.

1 კორინთელთა 15:50-53
ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სამეფოს დამკვიდრება, ხრწნილება ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას.  აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;  ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.

ებრაელთა 9:27
და როგორც ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება,

რომაელთა 14:12
ესე იგი, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ჩააბარებს ღმერთს ანგარიშს.

1 პეტრეს 4:5
ისინი პასუხს აგებენ მის წინაშე, რომელიც მზადაა ცოცხლებიც განიკითხოს და მკვდრებიც.

იოაენს 5:22
თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს; ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგან არის.

საქმეები 10:42
მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ და დავუმოწმოთ ხალხს, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.

საქმეები 17:31
რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით; და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი”.

გამოცხადება 1:18
და ცოცხალი; მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე; მე მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები.

იოანეს 12:48
ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ჰყავს თავისი განმკითხავი; სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.

2 პეტრეს 3:7
ამავე სიტყვით არიან შემონახულნი ცეცხლისთვის ახლანდელი ცანი და მიწა, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისთვის.

2 კორინთელთა 5:10
ვინაიდან ჩვენ, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა – კეთილს თუ ბოროტს.

Close
Close