მდიდარი ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 111:1
ქონება და სიმდიდრეა მის სახლში, მარადიულია მისი სიმართლე.

ფილიპელთა 4:19
ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ აღავსებს, დიდებაში, ქრისტე იესოში.

ესაია 45:3
მოგცემ ბნელში დაცულს საუნჯეს და გადამალულ საგანძურს, რათა იცოდე, რომ მე ვარ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელიც გიხმობს შენი სახელით.

იგავნი 3:16
დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი.

მათეს 19:23
იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა!

ეფესელთა 2:7
რათა გამოჩნდეს მომავალ საუკუნეებში მისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.

1 ნეშტთა 29:16
უფალო, ღმერთო ჩვენო! მთელი ეს სიმდიდრე, რაც მოვამზადეთ შენს წმიდა სახელზე სახლის ასაშენებლად, შენმა ხელმა მოგვცა და ყველაფერი შენ გეკუთვნის.

ეზეკიელი 28:5
შენი დიდი სიბრძნით ივაჭრე და ქონება გაიმრავლე; და აღზევდა შენი გული სიმდიდრით.

1 ტიმოთეს 6:10
ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი და ზოგიერთები, ვინც ამან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.

იგავნი 27:24
ვინაიდან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობაში.

რომაელთა 11:33-36
ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!  რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი?  ან ვინ რა მისცა მას წინასწარ, რომ უკან დაუბრუნოს?  რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!

ფსალმუნები 72:12
აჰა, ბოროტნი ამა ქვეყნისა, უზრუნველნი არიან და დოვლათს იხვეჭენ;

ფსალმუნები 48:6
თავიანთ ქონებაზე, რომ არიან დაიმედებულნი და სიმდიდრით რომ ტრაბახობენ.

იგავნი 11:28
თავის სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა, მართალი კი მწვანე ფოთოლივით გაიშლება.

იგავნი 23:5
მიაპყრობ თვალებს და აღარ არის; არწივივით ფრთებს შეისხამს და ცად აფრინდება.

იგავნი 22:1
კეთილი სახელი დიდ სიმდიდრეზე უკეთესია, ვერცხლსა და ოქროს კი კეთილგანწყობა სჯობს.

ეკლესიასტე 5:19
ყოველს – ვისაც ღმერთმა სიმდიდრე და ქონება მისცა, რომ ჭამოს და ისიამოვნოს მისგან, მიიღოს თავისი წილი და იხაროს თავისი ნაშრომით – ღვთისგან აქვს ეს საჩუქარი.

იგავნი 8:18
ჩემთანაა სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.

მათეს 6:19
ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

1 ტიმოთეს 6:17
მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ – ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,

რომაელთა 11:33
ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!

ეფესელთა 3:16
ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!

იგავნი 10:22
უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და დარდი არ მოყვება მას.

ლუკას 16:9
მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უმართლობის მამონით, რომ, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ მარადიულ სავანეში

ეფესელთა 1:18
და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;

გამოცხადება 5:12
დიდი ხმით ამბობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი ძალისა და სიმდიდრის, სიბრძნისა და სიმტკიცის, დიდების, პატივისა და კურთხევის მიღებისა”.

იგავნი 22:4
თავმდაბლობის და უფლის შიშის საზღაური: სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლეა.

ესაია 61:6
და უწოდებენ უფლის მღვდლებს, ჩვენი ღვთის მსახურნიო – იტყვიან მათზე; ერთა სიმდიდრეს შეჭამენ და მათი დიდებით დაიტრაბახებენ.

იგავნი 13:22
კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისთვის ინახება.

იგავნი 11:28
თავის სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა, მართალი კი მწვანე ფოთოლივით გაიშლება.

იგავნი 30:8
ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,

იგავნი 19:14
სახლი და ქონება – მამისგან მიღებული მემკვიდრეობაა, გონიერი ცოლი კი უფლისგანაა.

1 ნეშტთა 29:12
სიმდიდრე და პატივი შენგან მოდის, შენ ბატონობ ყოველივეზე, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყველას განდიდება და გაძლიერება,

იერემია 9:23
ასე ამბობს უფალი: „ნუ დაიქადებს ბრძენი თავისი სიბრძნით, ძლიერი – თავისი ძალით და მდიდარი – თავისი სიმდიდრით.

ფსალმუნები 48:16
ნუ შეშინდები თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.

იგავნი 13:11
არაკეთილსინდისიერად შეძენილი ქონება დაილევა, შრომით შემგროვებელი კი ამრავლებს მას.

რომაელთა 2:4
თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?

მეორე რჯული 8:18
უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, ვინაიდან ის გაძლევს ძალას სიმდიდრის შესაძენად, რათა დღევანდელივით აღასრულოს თავისი აღთქმა, რომლითაც შეჰფიცა შენს მამებს,

2 ნეშტთა 1:12
მოგეცა სიბრძნე და ცოდნა; თან ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და პატივს მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენამდე მყოფ მეფეებს ჰქონიათ და არც შენს შემდეგ ექნება ვინმეს”.

2 კორინთელთა 8:9
ვინაიდან იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ თქვენთვის გაღატაკდა იგი, თუმცა მდიდარი იყო, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი გაღატაკებით.