Homeბიბლიაახალი აღთქმა

ეფესელთა 3

ახალი აღთქმა

პავლე მოციქულის წერილი ეფესელთა მიმართ
პავლეს საქმიანობა წარმართებში

 

31 ამისათვის მე, პავლე, ქრისტეს პატიმარი თქვენთვის, წარმართებისათვის. – როგორც თქვენ ისმინეთ ღვთის მადლის მნეობაზე, რომელიც მე დამევალა თქვენთვის, რადგან გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ. როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ გაიგოთ ჩემი ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი, რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებია ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადათ მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით. რათა წარმართები თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და აღთქმის თანაზიარნი ყოფილიყვნენ ქრისტეში ხარების მეშვეობით, რომლის მსახური გავხდი ღვთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალისხმევით. მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი – მეხარებინა წარმართთათვის ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე და გამეცხადებინა ყველასათვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განგებულება ყოვლის შემქმნელ ღმერთში. 10 რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით მთავრობათ და ხელმწიფებათ ეუწყოს ცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე 11 მარადიული განჩინებით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, 12 რომელშიც გვაქვს სითამამე და საიმედო მისადგომი მისი რწმენის მეშვეობით, 13 ამიტომ გთხოვთ, გული არ გაიტეხოთ თქვენთვის ჩემი გასაჭირის გამო, რომელიც თქვენი დიდებაა.

ცოდნას აღმატებული ქრისტეს სიყვარული

14 ამისათვის ვიდრეკ მუხლს მამის წინაშე. 15 ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და ქვეყანაზე, 16 რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, თავისი სულით შინაგან კაცში განსამტკიცებლად. 17 ქრისტეს დასამკვიდრებლად რწმენით თქვენს გულებში, და იყოთ თქვენ ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში, 18 რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩაწვდეთ, რა არის განი და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე, 19 და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.
   20 ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ, 21 მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში, ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თავი მეორე                                                                                                                                             თავი მეოთხე

COMMENTS