ღვთის წანამძღოლობის მიღება ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 24:4-5
შენი გზები შემაცნობინე უფალო და მასწავლე შენი ბილიკები. გამიძეხ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ჩემი ხსნის ღმერთი; გამუდმებით შენ გენდობი.

იაკობის 1:5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად მიმცემს, და მიეცემა.

გამოსვლა 33:12-16
უთხრა მოსემ უფალს:  აჰა, მეუბნები, წარუძეხიო ამ ხალხს, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად; აკი მითხარი, სახელით გიცნობ და ნაპოვნი გაქვსო მადლი ჩემს თვალში. თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გემუდარები, მაუწყე შენი გზები, რათა შეგიცნო და ვპოვო მადლი შენს თვალში; აჰა, გაითვალისწინე, რომ შენი ერია ეს ხალხი”. თქვა უფალმა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ”. უთხრა მოსემ: „თუ თავად შენ არ წაგვიძღვები, აქედან ნუ გაგვიყვან. როგორ გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი მე და შენმა ხალხმა შენს თვალში? განა იმით არა, რომ წამოხვალ ჩვენთან ერთად და ამით ვიქნებით გამორჩეული, მე და შენი ხალხი, ყოველი ერისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა?”

იობი 6:24
მასწავლეთ და დავდუმდები, რა­­ში შევცდი, გამაგებინეთ.

ფსალმუნები 26:11
უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემს მტერთა გამო, გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე.

ფსალმუნები 30:3
რადგან ჩემი კლდე და სიმაგრე ხარ; შენი სახელის გულისთვის მიჩვენე გზა და გამიძეხი.

ფსალმუნები 60:1-2
ისმინე უფალო ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას. ქვეყნის კიდიდან შემოგღაღადებ გულგათანგული, ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე ამიყვანე.

ფსალმუნები 85:11
შენი გზა მასწავლე უფალო და ვივლი შენს ჭეშმარიტებაში. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.

ფსალმუნები 42:3
გამოგზავნე შენი შუქი და ჭეშმარიტება, რათა გამიძღვნენ და მიმიყვანონ შენს წმიდა მთასა და სამკვიდრებელთან.

ფსალმუნები 72:23-24
და მაინც მუდამ შენთან ვარ, შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა. შენი რჩევით მიმიძღვი წინ და დიდებამდე მიგყავარ.

ფსალმუნები 118:35
დამაყენე შენი მცნებების კვალზე, რადგან მათში ვპოულობ სიხარულს.

იოანეს 10:3-4
მეკარე უღებს მას და ცხვარი ისმენს მის ხმას, იგი სახელებით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. თავისებს რომ გამოიყვანს, წინ გაუძღვება და ცხვარიც მიჰყვება, რადგან იცნობს მის ხმას.

იგავნი 3:5-6
მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი.6ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.

2 ნეშტთა 6:26-27
როცა დაიხშობა ზეცა და აღარ იწვიმებს, რადგან გცოდავდნენ ისინი, მერე კი ილოცებენ ამ ადგილისკენ მობრუნებულნი, აღიარებენ შენს სახელსა და თავიანთ ცოდვებს მიატოვებენ, რადგან სჯიდი მათ, მაშინ ისმინე ზეციდან, აპატიე შენს მსახურებსა და შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, რათა დააყენო კეთილ გზაზე, რომლითაც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს ქვეყანას, რომელიც შენს ხალხს მიეცი სამკვიდრებლად,

ფსალმუნები 138:23-24
გამომიკვლიე უფალო და შეიცანი ჩემი გული; შემამოწმე და გაიგე ჩემი აზრები. ნახე, ზიანის მომტან გზაზე ხომ არ ვდგავარ და მარადიულ გზაზე წამიძეხი.

ესაია 57:13
ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: „მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.

მათეს 26:39
ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”.

ფსალმუნები 31:8-9
ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე. ნუ იქნებით ცხენივით და ჯორივით გაუგებარი, ლაგამი და აღვირია მათი შემკავებელი, რომ არ მოგიახლოვდნენ.

ესაია 48:17-18
ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, გასწავლი, რათა სარგებელი ნახო, იმ გზაზე წაგიძღვები, რომელზეც უნდა იარო; ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით – შენი სიმართლე.

რომაელთა 12:1-2
ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება. და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

ლუკას 12:11-12
სინაგოგებში რომ შეგიყვანენ მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იდარდებთ, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ. რადგან სულიწმიდა გასწავლით იმ დროს, რაც უნდა ილაპარაკოთ”.

იოანეს 16:13
მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.

საქმეები 10:19-20
სანამ პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: „აი, სამი კაცი გეძებს. ადექი, ჩადი და ყოყმანის გარეშე გაჰყევი მათ, რადგან მე გამოვგზავნე ისინი”.

საქმეები 13:2
უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.

საქმეები 16:6-7
კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში. მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა.

გალატელთა 5:18
და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.

1 იოანეს 2:26-27
ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ. ცხებულება კი, მისგან რომ მიიღეთ, თქვენში რჩება და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ; არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს, ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი; რასაც ის გასწავლით, იმაში დარჩით.

2 პეტრეს 1:19
ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.

გამოსვლა 13:21-22
წინ უძღოდა მათ უფალი დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად და ღამე ცეცხლის სვეტში, გზის გასანათებლად, რათა შესძლებოდათ სიარული დღისითა და ღამით. არ მოშორებია ხალხს ღრუბლის სვეტი დღისით და ცეცხლის სვეტი ღამით.

ნეემია 9:19
მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში, დღისით ღრუბლის სვეტი არ განშორებია მათ გამძღოლად და ღამით ცეცხლის სვეტი, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.

იგავნი 16:33
წილს კალთაში ყრიან, მაგრამ ყველა განაჩენი უფლისგან მოდის.

იონა 1:7
ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „წილი ვყაროთ, იქნებ გავიგოთ, ვის გამო დაგვატყდა თავს ეს უბედურება”. ყარეს წილი და იონას შეხვდა წილი.

დაბადება 40:5-8
ერთ ღამეს სიზმარი ესიზმრა ორთავეს – თითოეულს საკუთრივ განსამარტი: მწდეთუხუცესსაც და მეპურეთუხუცესსაც. მივიდა დილით იოსები მათთან და ხედავს, აჰა, დაღვრემილნი არიან. ჰკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად: „რატომ ხართ დაღვრემილნი”? უთხრეს: „სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ ამხსნელი არავინაა”. უთხრა იოსებმა: „განა უფლისაგან არ არის ახსნა? მე მიამბეთ”.

საქმეები 10:3-6
მეცხრე საათი იქნებოდა, ჩვენებაში ღვთის ანგელოზი რომ იხილა ცხადად, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: „კორნელიუს!” მან შეხედა, შეეშინდა და ჰკითხა: „რა არის, უფალო?” უთხრა: „შენი ლოცვები და მოწყალებანი ამაღლდნენ ღვთის წინაშე შენს გასახსენებლად. გაგზავნე ახლა კაცები იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება. იგი, მეტყავე სიმონს სტუმრობს, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას”.