ღმერთი კურნავს ბიბლიის მუხლები

ეკლესიასტე 3:3
ჟამი მოკვლისა და ჟამი კურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა;

ფსალმუნები 102:3
ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.

გამოსვლა 15:26
თქვა: „თუ მთელი გულით დაემორჩილები უფლის, შენი ღმერთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.

4 მეფეთა 20:5
„დაბრუნდი და უთხარი ხიზკიაჰუს, ჩემი ხალხის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: ვისმინე შენი ლოცვა, ვიხილე შენი ცრემლები. აჰა, განგკურნავ და ახვალ უფლის ტაძარში მესამე დღეს.

იერემია 30:17
მე გამოგაჯანსაღებ და ჭრილობებისგან განგკურნავ, ამბობს უფალი, იმის გამო, რომ გაძევებული გიწოდეს; ეს არის სიონი, არავის ადარდებს მისი ამბავი.

მეორე რჯული 32:39
ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.

იობი 5:18
რადგან ის აყენებს ტკივილს და თვითონვე უხვევს ჭრილობებს, განგმირავს და თავისივე ხელით კურნავს.

ესაია 19:22
დალახვრავს ეგვიპტეს უფალი, განსაკურნად მოიქცევიან უფლისკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.

იერემია 33:6
აჰა, მევე მოვუტან მათ განკურნებასა და შვებას, განვკურნავ და მშვიდობისა და უსაფრთხოების სიუხვეს გამოვუჩენ.

ესაია 30:26
მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი შვიდჯერ მეტად გაბრწყინდება, შვიდი დღის ნათელივით; იმ დღეს უფალი შეუხვევს ჭრილობებს თავის ერს და მის მიერ მიყენებულ ჭრილობებს განუკურნავს.

ფსალმუნები 146:3
გულგატეხილებს განკურნავს და ჭრილობებს უხვევს მათ.

ფსალმუნები 22:3
სულს განმიახლებს და სიმართლის ბილიკზე წარმიძღვება, თავისი სახელის გამო.

ოსია 6:1
მოდით, დავუბრუნდეთ უფალს. მან დაგვაწყლულა და თავადვე განგვკურნავს, დაგვკრა და ჭრილობებსაც ის შეგვიხვევს.

ოსია 11:3
ეფრემსაც მე ვასწავლე სიარული, ხელში მყავდა აყვანილი და არ იცოდნენ, რომ განვკურნე.

სოფონია 3:19
აჰა, მე გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს, კოჭლს გადავარჩენ და განდევნილთ თავს მოვუყრი; მათ სირცხვილს ქებითა და სახელით ჩავანაცვლებ, ყველა იმ მიწაზე, სადაც ილანძღებოდნენ.

მათე 13:15
ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და თვალები დახუჭეს, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ ჩაწვდნენ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.

ფსალმუნები 6:2
შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.

იერემია 17:14
განმკურნე, უფალო, და განკურნებული ვიქნები, მიხსენი და დახსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი ქების სიმღერა.

ფსალმუნები 40:4
ვთქვი უფალო: შემიწყალე და განმკურნე, რადგან შეგცოდე.

ფსალმუნები 29:2
უფალო, ღმერთო ჩემო! შემოგღაღადე და განმკურნე მე.

ფსალმუნები 106:20
მოუვლინა თავისი სიტყვა, განკურნა ისინი და საფლავისგან გამოიხსნა.

1 მეფეთა 6:3
უპასუხეს: „თუ ისრაელის ღმერთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვენის გარეშე ნუ გაგზავნით, შესწირეთ დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი.“

მალაქია 4:2
და ამობრწყინდება თქვენთვის, ჩემი სახელის მოშიშთათვის, სიმართლის მზე და განკურნება იქნება მის ფრთებზე! და კუნტრუშით გამოხვალთ, ნასუქი ხბორებივით.

ოსია 14:4
განვკურნავ მათი განდგომისგან, შევიყვარებ მათ ჩემი ნებით, რადგან მოექცა მათგან ჩემი რისხვა.

იერემია 3:22
მობრუნდით, განდგომილო ძენო, მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, აქ ვართ, მოვედით შენთან, რადგან შენა ხარ უფალი, ღმერთი ჩვენი.

ესაია 57:18
ვიხილე მისი გზები, მაგრამ განვკურნავ მას. წავუძღვები და ნუგეშს აღვუდგენ მას და მასზე მგლოვიარეთ.

ესაია 57:19
მე ვქმნი ბაგეთა ნაყოფს: მშვიდობა, მშვიდობა შორეულსა თუ ახლობელს, ამბობს უფალი, – და მე განვკურნავ მას!

ესაია 53:5
ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.

ეზეკიელი 47:12
მდინარესთან, ორივე ნაპირზე, გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი; მისი ფოთოლი არ დაჭკნება და მისი ნაყოფი არ მოილევა; ყოველ თვეს ნაყოფს გამოიღებს, რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები; მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი – განსაკურნებლად.“

გამოცხადება 22:2
მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, რომელსაც თორმეტი ნაყოფი გამოაქვს, თითოეულ თვეს თავისი ნაყოფი; ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა.

იგავნი 3:8
კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის და სინედლე შენი ძვლებისთვის.